"ბარსელონას" მიაჩნია, რომ ბარტომეუს წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს

AutoSharing Option
ალბათ, ბევრს გაუკვირდა, რომ "ბარსელონამ" "გუანჯოუ ევერგრანდიდან" 29 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი პაულინიო 40 მილიონ ევროდ შეიძინა. დაირხა ხმები, რომ ამ საქმეში ასულგრანას პრეზიდენტს ჟოზეპ ბარტომეუს თავისი კერძო ინტერესები აქვს.

ისიც დაიწერა, ბარტომეუს კომპანია "ადელტეს" სურს ჩინურ კლუბთან ერთად ერთობლივ პროექტებში მიიღოს მონაწილეობაო. მოკლედ, იეჭვეს, რომ ეს ტრანსფერი სპორტულზე უფრო კომერციული ინტერესებით იყო განპირობებული - თორემ ამ ბრაზილიელ ლეგიონერში ამხელა თანხის გადახდა ცოტა არ იყოს უცნაურიაო.

თუმცა, "ბლაუგრანას მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ განაცხადა, პაულინიო სელესაოს მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ტექნიკურია, ფიზიკურად ძლიერია, ასეთი ტიპის
სხვა მოთამაშე არა გვყავს და ძალიან გამოგვადგებაო.

ამასთან დაკავშირებით "ბარსამ" ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომ გამოძიება ჩაატარეს, ინფორმაცია არ დადასტურდა და მედიასაშუალებებს მოუწოდეს მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია გაავრცელონ.

წუხელ კი "ბარსელონას" თავმჯდომარემ ხოსეპ ვივესმა ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ ბარტომეუს წინააღმდეგ მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია, რაც მიზნად მის დისკრედიტაციას და თანამდებობიდან გადაყენებას ისახავს. ვივესის თქმით, აღნიშნული კამპანია ორგანიზებულია დაინტერესებული მხარის მიერ და მისი ორგანიზატორები კატალონიელები არ არიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული