ნეიმარი: "ბარსელონა" უკეთეს დირექტორებს იმსახურებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი ნეიმარი, რომელიც "პარი სენ-ჟერმენში" ბრწყინავს, კატალონიური კლუბის ღიად გაკრიტიკებას არ ერიდება.

"როდესაც "ბარსელონაში" გადავედი, ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შემდეგ...

"ბარსელონაში" მუშაობენ დირექტორები, რომელთა ადგილიც კლუბში არაა. მათზე ძალიან გაბრაზებული ვარ. ამ კლუბში 4 ბედნიერი წელი გავატარე. "ბარსელონა" უკეთეს დირექტორებს იმსახურებს.

კლუბში ბევრი მეგობარი გავიჩინე და იმედი მაქვს, ყველაფერი დალაგდება და "ბარსა" ისევ კონკურენტუნარიანი გახდება", - ციტირებს ნეიმარის სიტყვებს Eurosport-ი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული