უცხოური ფეხბურთი

ევროპის ჩემპიონატი

ევროპაში შეიცვლება ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებში გუნდების შერჩევის სისტემა

AutoSharing Option
ევროპაში ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე შერჩევის სისტემა შეიცვლება. აღნიშნულ ინფორმაციას უეფა ავრცელებს. აღმასრულებელმა კომიტეტმა ცვლილებების გადაწყვეტილება მიიღო. ისინი მზად არიან ცვლილებები შეიტანონ საკვალიფიკაციო ეტაპის სტრუქტურაში.

შესარჩევ ტურნირზე 12 ჯგუფი შეიქმნება. თითოში ოთხი ან ხუთი გუნდი იქნება. ის ნაკრებები, რომლებიც პირველ პოზიციაზე გავლენ, ფინალური ეტაპის საგზურს პირდაპირ მიიღებენ. მეორეადგილოსნები ან პირდაპირ გავლენ ზემოხსენებულ გათამაშებაში, ან მონაწილეობას პლეი-ოფში იმ გუნდებთან ერთად მიიღებენ, რომლებსაც ერთა ლიგიდან პლეი-ოფში თამაშის უფლება ექნებათ მოპოვებული.

ცვლილებები ძალაში ევრო 2024-ის შემდეგ შევა. შესაბამისად, მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი შესარჩევი
ეტაპიდან დაიწყება.

წყარო: Sport News