ჩეხეთმა მოლდოვას სძლია და ევრო 2024-ზე გავიდა

AutoSharing Option
ევროპის პირველობის შესარჩევი ეტაპის დასკვნით ტურში E ჯგუფიდან ევრო 2024-ზე ჩეხეთი გავიდა.

ჩეხეთმა სახლში 55-ე წუთიდან რიცხობრივ უმცირესობაში მყოფი მოლდოვა 3:0 დაამარცხა და ევროპირველობის საგზური მოიპოვა.

ალბანეთმა ევროპირველობაზე მონაწილეობის უფლება წინა ტურში გაინაღდა, დღეს ტირანაში ფარერებთან ფრედ ითამაშა (0:0) და პირველი ადგილი დაიკავა.

ოლომოუცი. „ანდრუვი“
ჩეხეთი - მოლდოვა 3:0
გოლები: 1:0 დოუდერა (14), 2:0 ხორი (72), 3:0 სოუჩეკი (90)
გაძევება: ბაბოგლო (55, მოლდოვა)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული