მბაპე და მიქაუტაძე საფრანგეთიდან, მათი შესაძლო დაპირისპირება მერვედფინალში და ფორვარდები, რომელთაც გრანდები დააკვირდებიან...

AutoSharing Option
Sportall.ge აგრძელებს ევროპის ჩემპიონატზე საუბარს. საფრანგეთის "ლიგა 1" ტოპჩემპიონატია. აქ მომავალი პირველობის მაინც ყველაზე სახიფათო კაცი, კილიან მბაპე თამაშობს (სანამ "რეალში" გვიხილავს). ფრანგული ლიგის აუტსაიდერი გუნდიდან ბომბარდირთა შორის გიორგი მიქაუტაძეცაა. ეს იმ ფონზე, როცა ქართველი "აიაქსში" იყო და 12 გოლი მხოლოდ 18 შეხვედრაში აქვს. "ლიგა 1"-ის რჩეული გოლეადორებიდან ევროპის ჩემპიონატზე კიდევ 23 წლის ნიდერლანდელ ტაის დალინგას თუ ვიხილავთ...

საფრანგეთის ჩემპიონატის ბომბარდირები

Sportall.Ge

თუკი საფრანგეთის ნაკრები თავის ჯგუფს მოიგებს, ქართველები კი მეორე ადგილს დაიკავებენ, მათი გზები მერვედფინალში გადაიკვეთება; მიქაუტაძე მბაპეს დაუპირისპირდება, ვილი
სანიოლი - ფრანგებს... დღეს წარმოგიდგენთ სამ ფორვარდს, რომლებიც ტოპლიგებში გამოდიან, მაგრამ ევროპულ ფეხბურთში ჯერ გადამწყვეტი სიტყვა არ უთქვამთ; გერმანიის სტადიონებზე შედეგიანი თამაშის შემთხვევაში, მათი სატრანსფერო ფასი გაიზრდება. დაინტერესებას უფრო დიდი კლუბები, მათ შორის, გრანდებიც, გამოთქვამენ და გულშემატკივართა რაოდენობაც გაეზრდებათ...

Sportall.Ge

გიორგი მიქაუტაძე (საქართველო)

რასაც მიქაუტაძე აკეთებს, ეს "მეცის" საკუთარი მხრებით გადარჩენა და გასავარდნი ზონიდან "ამოთრევაა". გიორგის ამსტერდამის "აიაქსში" შანსი გაუგებრად არ მისცეს და ის ისევ საფრანგეთში დაბრუნდა. ადრე მან ბელგიურ "სერენს" ელიტაში ადგილი მოუპოვა.

23 წლის ქართველს ლიგა 1-ში 12 შედეგიანი დარტყმა აქვს (4 საგოლე პასი). "ჟორჟი" ტექნიკურია, ბურთს სწრაფად ამუშავებს და ოსტატურად ურტყამს. 176 სმ სიმაღლის თავდამსხმელის სატრანსფერო ფასი ახლა 9 მილიონი ევროა, ისე კი, "აიაქსმა" წინა ზაფხულს მასში ოციც კი გადაიხადა.

მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებში მას შემდეგ გაცილებით უკეთ ათამაშდა, რაც ვილი სანიოლმა ტაქტიკური სქემა შეცვალა და "ჯვაროსნები" შეტევაში შანსს მხოლოდ მაღალი ჩაწოდებებით არ ეძებენ. გიორგი მოძრავია და ფლანგზე გადასვლაც შეუძლია.

ბოლო პერიოდში საქართველოს ნაკრების მწვრთნელი მიქაუტაძეს მეორე ტაიმში ათამაშებს, როცა მოწინააღმდეგის მცვლები დაღლილები არიან, მის გუნდს კი შეტევაში გაძლიერება სჭირდება. საბერძნეთთან ფინალურ მატჩშიც ვნახეთ, "მეცის" ფორვარდს რა კარგად შეუძლია, ბურთი მოწინააღმდეგის კართან ახლოს ჩაჭრას, მოიპოვოს და ხიფათი შექმნას.

Sportall.Ge

ბენჟამინ სესკო (სლოვენია)

სლოვენიის ნაკრებს შეტევაში ძალიან საინტერესო ფეხბურთელი ჰყავს, "ლაიფციგის" 20 წლის შემტევი ბენჟამიმ სესკო. მას "ზალცბურგშიც" ბევრი გაჰქონდა, წელს კი გერმანიის ბუნდესლიგაში მოწინააღმდეგეთა კარი თორმეტჯერ დალაშქრა (2 შედეგიანი პასი), გაუტანა "ბაიერნსაც" და "დორტმუნდსაც".

სესკოს ნაკრებშიც გააქვს და მნიშვნელოვან დროს. ასე გადაარჩინა გუნდი წაგებას მალტასთან, საკვალიფიკაციოში ასე საჭირო გოლი ყაზახეთს გაუტანა...

ბენჟამინი ტანმაღალია (195 სმ) და გასაგებია, მასთან ორთაბრძოლები ყველას გაუჭირდება. ევროს შემდეგ სლოვენიელს "არსენალსა" და სხვა გუნდებს უკავშირებენ. ასე რომ, გერმანიაში გოლების გატანა ამ საქმეს უფრო დაეხმარება. სატრანსფერო ფასი 40 მილიონო ევროა.

Sportall.Ge

არტემ დოვბიკი (უკრაინა)

"ჟირონა" ესპანეთში რომ ტოლს არავის უდებს და მესამე ადგილზეა, ამაში მნიშვნელოვანი წვლილი არტემ დოვბიკსაც აქვს. მის ანგარიშზე 20 გოლი და 6 შედეგინი პასია.

26 წლის ფორვარდს ტოპდონეზე თამაში დაუგვიანდა. ის უკრაინიდან ჯერ დანიაში გადაბარგდა, მაგრამ ამ სეზონში ყველაფრის ანაზღაურება შეძლო და ახლა მისი მთავარი მიზანია, ამ შედეგებით გრანდების ყურადღება მიიქციოს. ის "ნაპოლიში" ოსიმენის შემცვლელადაც დაასახელეს.

მარტის სანაკრებო მატჩებში დოვბიკმა ბოსნიას გაუტანა, ისლანდიასთან კი მისმა კონკურენტმა, "ვალენსიელმა" იარემჩუკმა ითამაშა.

189 სმ სიმაღლის დოვბიკის სატრანსფერო ფასი 30 "ლიმონია", ევროპის ჩემპიონატმა კი მისი გაზრდა უნდა შეძლოს.

altმამარდაშვილი ევრო 2024-ის 3 ყველაზე პროგრესირებად მეკარეში - ვინაა ყველაზე სახელოვანი...

altუკეთესი კარიერის შანსი ქოჩორაშვილისთვის - ფეხბურთელები, რომელთაც ჩვენს ჯგუფში უნდა დავაკვირდეთ...

altევრო 2024 - ვის შეიძლება შევხვდეთ მერვედფინალში - საუკეთესო მესამეობის ვარიანტები...

მკითხველის კომენტარები / 5 /
ისე დაბადების რიცხვსაც აქვს მაგიური ძალა 31 ოქტომბერს არიან დაბადებული ვან ბასტენი და მარკუს რაშფორდი...იღბლიანი რიცხვია ფორვარდისთვის!
midi jorj
11:05 07-05-2024
5
კარგი თაობა წამოვიდა იმის მიუხედავად, რომ უფულოდ ბავშვს ხახვის რიგშიც არავინ გააჩერებს. მაგრამ მაინც ის შედეგი არ გვექნება, რაც შეგვიძლია, შრომა შრომა და კვებაა და რაც მთავარია თეორიული აღზრდა, თუ როგორ უნდა ვითამაშოთ ნარდი არა კაცო, ფეხბურთიი!
პირველ რიგში კი, ტალანტების პოვნა, ბავშვთა ქუჩის ფეხბურთი, რომელიც მკვდარია, მოკლეს, კორპუს მშენებელმა და ქალაქის კორუფციოერმა სისტემის მერმა კალა დე ბრიქო ივანნიშვილისამ.
სტადიონები არ გვაქვს, აუზები არ გვაქვს, ბურთი კი გვაქვს, მარა ტრენერის დეფიციტია, ფეხბურთის მცოდნე, თორემ მეხინკლე ჯემალა რომ გახსნის ცეხს და პლასტმასის მინდორს აკადემიას დაარქმევს, მაყუთს ვიშოვნიო, წასაკუზი არაა? ჯემალიე უუუუხ! შენ დებილი მამას... .
კ ო მ ბ ლ ე
13:17 22-04-2024
17

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული