"დორტმუნდი" მზადაა ბელინგემი გაყიდოს

AutoSharing Option
"დორტმუნდი" თანახმაა 19 წლის ნახევარმცველ ჯუდ ბელინგემს შეელიოს, - იტყობინება "ბილდი",
თუმცა ტრანსფერში საკმაო თანხას, 150 მილიონ ევროს ითხოვს.

ინგლისელით სერიოზულად არიან დაინტერესებული "რეალი", "მანჩესტერ სიტი", "ლივერპული" და "ჩელსი".

ამ სეზონში მან "დორტმუნდში" ყველა ტურნირზე 19 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ