ჯეკ უილშირი დუბლებში თამაშისას გააძევეს

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" 25 წლის ნახევარმცველი ჯეკ უილშირი ტრავმის მორჩენის შემდეგ ფორმაში ჩასადგომად დუბლებში თამაშობს. "დერბისთან" 75 წუთი დაჰყო მოედანზე, "მანჩესტერ სიტისთან" მატჩის 63-ე წუთზე კი მსაჯმა ჩხუბისთვის გააძევა.

მას ვარდნაში ეუხეშა მეტოქე, ჯეკმა არ მოუთმინა, ხელი კრა და წააქცია, რასაც ორივე გუნდის ფეხბურთელთა ჩხუბი მოყვა. შედეგად, არბიტრმა უილშირთან ერთად "ქალაქელთა" ფეხბურთელსაც უჩვენა წითელი ბარათი.

შეხვედრა "მეთოფეებმა" 4:3 მოიგეს, ხოლო უილშირმა საგოლე გადაცემა მიითვალა. ჯერ უცნობია დატოვებენ თუ არა მას "არსენალში".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული