"ჩელსის" დირექტორი შესაძლოა, "ინტერისა" და "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი გახდეს

AutoSharing Option
მფლობელობის შეცვლის შემდეგ "ჩელსის" ხელმძღვანელობაში დიდი ცვლილებებია. მარინა გრანოვსკაიამ და პეტრ ჩეხმა თავიანთი პოსტები დატოვეს.

ლონდონელთა ახალი სპორტული დირექტორი შესაძლოა, ახლო წარსულში ცნობილი ბრაზილიელი მცველი მაქსველი გახდეს. ის პენსიაზე 2017 წელს გავიდა, რის შემდეგაც პსჟ-ში სპორტულ კოორდინატორად და კლუბის ელჩად მუშაობდა.

მაქსველის შანსებს აძლიერებს ის, რომ მას კარგი ურთიერთობა აქვს "ჩელსის" მწვრთნელ თომას ტუხელთან. ადრე ისინი პსჟ-ში ერთად მუშაობდნენ.