ტუხელი მთავარ იმედს მასზე ამყარებს - "ჩელსი" მალე დაიმატებს ფეხბურთელს, რომელიც მომავალ სეზონში ლიდერად უნდა იქცეს

AutoSharing Option
ინგლისური პრესის ინფორმაციით, "ჩელსი" ახლოსაა "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელის, რაჰიმ სტერლინგის შეძენასთან.

გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონელთა მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი ინგლისელ ფორვარდზე დიდ იმედებს ამყარებს და გუნდის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედაც განიხილავს.

სტერლინგის სატრანსფერო ღირებულება 55-60 მილიონ ევროს შეადგენს. გასულ სეზონში მან ყველა ტურნირზე "სიტის" შემადგენლობაში 47 შეხვედრაში ითამაშა, სადაც 17 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

მას "ქალაქელებთან" კონტრაქტი კიდევ 1 წლით აკავშირებს.
ასევე დაგაინტერესებთ