"ლივერპულმა" ციმიკასს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

AutoSharing Option
"ლივერპულმა" ბერძენ მარცხენა მცველს, კონსტანტინოს ციმიკასს, კონტრაქტი 2027 წლამდე გაუგრძელა, - ამის შესახებ ინგლისური კლუბი საიტით იტყობინება.

ციმიკასი "ლივერპულში" 2020 წელს გადავიდა. მან "წითლებში" 63 მატჩში 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.

27 წლის ციმიკასს საბერძნეთის ნაკრებში 22 მატჩში აქვს მიღებული მონაწილეობა.