მატუიდი "იუვენტუსში" ჩასარიცხად ტურინში ჩავიდა

AutoSharing Option
გასულ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატზე 34 მატჩში 4 გოლის გამტანი და 5 საგოლე გადაცემის გამკეთებელი პსჟ-ს ნახევარმცველი ბლეზ მატიუდი დღეს იტალიაში ჩავიდა, სადაც მედშემოწმებას გაივლის და "იუვენტუსში" ჩაირიცხება.

იტალიურმა საინფორმაციო საშუალებებმა უკვე გაავრცელეს ტურინის აეროპორტში გადაღებული მისი ფოტო.

30 წლის ბლეზმა თავად მოითხოვა "ბებერ ქალბატონში" გადასვლა, ეს სიამოვნება კი "იუვეს" 25 მილიონი ევრო დაუჯდება. შარშან ჩატარებულ ევროპირველობაზე საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში მან 7 მატჩში 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული