"ნაპოლი" დეულოფეუს გადაბირება სურს

AutoSharing Option
"ნაპოლი" "ბარსელონას" ფორვარდ ჟერარ დეულოფეუს გაფორმების ვარიანტს განიხილავს.

გაზეთ Corriere dello Sport-ის ცნობით, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურის მოპოვების შემთხვევაში, ნეაპოლელები კატალონიელებს შესაბამისი წინადადებით მიმართავენ. ამ ტურნირის პლეი ოფის პირველ მატჩში, "ნაპოლიმ" საკუთარ მოედანზე 2:0 მოუგო "ნიცას".

დეულოფეუ ადრე გამოდიოდა სერია A-ში. კერძოდ, მან ნახევარი წელი გაატარა "მილანში" იჯარის წესით და 17 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული