სერია A. XXXII ტურის წინ: ქულა და "იუვენტუსი" ჩემპიონია

AutoSharing Option
სერია A-ს მორიგი ტურის მთავარი მატჩი შედგება "სან სიროზე", სადაც "მილანი" "ლაციოს" მიიღებს.

ბოლო დროს ეს გუნდები სხვადასხვა ფრონტზე არაერთხელ გადაეყარნენ ერთმანეთს და ყველგან ფრე დაფიქსირდა. ვნახოთ, რა იქნება ამჯერად. გამორიცხული არ არის, ისევ ეს შედეგი დაფიქსირდეს. ფაქტია, ორივე გუნდს ძალიან სჭირდება მოგება.

ახლა იტალიის ჩემპიონატში ერთადერთი ინტრიგა ის არის, თუ როგორ დაკომპლექტდება ოთხეული, რომელიც მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.

"ინტერსა" და "ატალანტას" კარგი შანსი ექნებათ, რომ ამ ორ გუნდს დაუსხლტნენ. ისინი შედარებით იოლ მოწინააღმდეგეს ეთამაშებიან.

"იუვენტუსმა" კი თუ ქულა
აიღო სპალ-თან, სკუდეტოს გაინაღდებს. ამ ტურში თვალსასეირო უნდა იყოს გენუის დერბიც.

სერია A. XXXII ტური
შაბათი, 13 აპრილი
სპალ-იუვენტუსი 17:00
რომა-უდინეზე 20:00
მილანი-ლაციო 22:30

კვირა, 14 აპრილი
ტორინო-კალიარი 14:30
ფიორენტინა-ბოლონია 17:00
სამპდორია-ჯენოა 17:00
სასუოლო-პარმა 17:00
კიევო-ნაპოლი 20:00
ფროზინონე-ინტერი 22:30

ორშაბათი, 15 აპრილი
ატალანტა-ემპოლი 22:30

ბომბარდირები: 21 - კვალიარელა (სამპდორია), პიონტეკი (ჯენოა/მილანი); 20 - დ. საპატა (ატალანტა); 19 - რონალდო (იუვენტუსი); 16 - მილიკი (ნაპოლი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული