"შახტარმა" სუდაკოვი "ნაპოლის" 40 მილიონად არ მიჰყიდა

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" "შახტარის 21 წლის ნახევარმცველის, გიორგი სუდაკოვის შეძენა ვერ შეძლო, - იტყობინება ჟურნალისტი ანტონიო პეტრაცუოლო.

"ნაპოლიმ" "შახტარს" სუდაკოვში 40 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ დონეცკურმა კლუბმა უფრო დიდი თანხა მოითხოვა. თუმცა მხარეები მოლაპარაკებებს ზაფხულში განაახლებენ.

ტრანსფერი რამდენიმე ფაქტორზე იქნება დამოკიდებული და მთავარი "ნაპოლის" ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაა.

ასევე დაგაინტერესებთ