"ნაპოლიმ" ოსიმენის შემცვლელი შეარჩია და მოლაპარაკებები დაიწყო

AutoSharing Option
"გაძეტა დელო სპორტი" იტყობინება, რომ "ნაპოლიმ" "ლილის" თავდამსხმელის, ჯონათან დევიდის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო.

ვიქტორ ოსიმენი მალე "ნაპოლის" დატოვებს და მის შემცვლელად პრიორიტეტული კანდიდატი 24 წლის დევიდია.

გამოცემის მტკიცებით, კანადელი "ნაპოლიში" გადასვლაზე თანახმაა, რამეთუ სურს, სხვა ჩემპიონატში გააგრძელოს კარიერა და თანაც ნეაპოლური კლუბის პროექტს საინტერესოდ მიიჩნევს. აღნიშნულია, რომ გასულ კვირაში ფეხბურთელის აგენტები "ნაპოლის"  წარმომადგენლებს შეხვდნენ. დევიდი კონტრაქტის 2029 წლის ზაფხულამდე გაფორმებასა და სეზონურ გასამრჯელოდ 3 მილიონი ევროს მიღებაზე თანახმაა.

"ნაპოლი" მზადაა დევიდში 35 მილიონი გადაიხადოს, "ლილი" კი 50 მილიონს ითხოვს. ჯონათანი ფრანგულ კლუბთან ხელშეკრულებით
2025 წლის ივნისამდეა დაკავშირებული, ამ სეზონში კი ყველა ტურნირზე 40 მატჩში 23 გოლი გაიტანა.

ის "გენტში" გიორგი ჩაკვეტაძესა და გიორგი ქვილითაიასთან ერთად თამაშობდა.

ასევე დაგაინტერესებთ