"მონაკო" მბაპეში პსჟ-ს 200 მილიონს სთხოვს

AutoSharing Option
ჟურნალისტი კავე სოლკეჰოლი ირწმუნება, რომ პსჟ მზადაა "მონაკოს" 18 წლის თავდამსხმელ კალიან მბაპეში 155 მილიონი ევრო და ბონუსები გადაუხადოს, მონეგასკური კლუბი კი 200 მილიონს ითხოვს.

"პარი სენ ჟერმენი" თურმე, ამ ყმაწვილს სეზონურ გასამრჯელოდ 10 მილიონს პირდება და ბონუსების გათვალისწინებით მისი შეძენა ნეიმარის ტრანსფერზე უფრო ძვირი დაუჯდება.

პსჟ-ს სასწავლო ცენტრის დირექტორი, საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ლუის ფერნანდესი ამბობს, რომ კილიანს მადრიდის "რეალიც" ეპატიჟება და "მანჩესტერ სიტიც", უჭირს არჩევანის გაკეთება, ისე "მონაკოც" დიდი გუნდია, არ იქნება ურიგო თუ ერთი წელი იქ
დარჩება და თუ მათ გუნდში გადაბარგდა, კავანი - ნეიმარი - მბაპეს ტრიოს თვით ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია.

ფერნანდესის აზრით, ეს ტრიო მადრიდის "რეალის" თავდასხმის ხაზზე (ბეილი - ბენზემა - რონალდო) ნაკლები არ იქნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული