როგორ ესროლა თოფიდან დიეგო მარადონამ ჟურნალისტებს

AutoSharing Option
"ტოტენჰემის" მენეჯერმა მაურისიო პოჩეტინომ 1994 წლის თებერვალში მომხდარი სკანდალური ისტორია გაიხსენა, როდესაც "ნიუელს ოლდ ბოისში" თამაშობდა და მისმა თანაგუნდელმა დიეგო მარადონამ ჟურნალისტებს პნევმატური თოფიდან ესროლა:

"წინასასეზონო შეკრებისას მარადონასთან ერთ ოთახში ვიყავი. მახსოვს ის დღე ჟურნალისტებს რომ ესროლა. დილით გავიღვიძე და ოთახში არ დამხვდა. ავდექი და სასადილოში წავედი. მწვრთნელმა მკითხა, სად იყო დიეგო. ვუთხარი, რომ ოთახში არ იყო. კალათბურთი უყვარდა და ქალაქში წავიდა თამაშის საყურებლად.

დილით არ დაბრუნდა. სადილ
ის შემდეგ გავიგეთ, რომ აქედან 400 კილომეტრში, ბუენოს აირესში ჟურნალისტებს თოფიდან ესროლა.

მე ის მიყვარს. ვიცნობდი მარადონას, ნამდვილ მარადონას. რა თქმა უნდა, გადარეული იყო, დიდი ენერგიის პატრონი, ნამდვილი პიროვნება... ისეთი ადამიანია, რომლის გვერდითაც თავს უკეთ გრძნობ".
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვეთანხმები ასი პროცენტით, დიეგო გადარეული და გადასარევი კაცია!!
მარადონა საუკეთესოა!
14:56 22-08-2017
1

სიახლეები პოპულარული