დიმიტარ ბერბატოვმა კარიერა განაახლა

AutoSharing Option
36 წლის ბულგარელი თავდამსხმელი დიმიტარ ბერბატოვი კარიერას ინდოეთის ვიცე-ჩემპიონში, "კერელა ბლასტერსში" განაგრძობს.

ბერბატოვმა, რომელიც ერთი წელია უთამაშებელია, ინდურ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

დიმიტარ ბერბატოვს სოფიის ცსკა-ში, ლევერკუზენის "ბაიერში", "ტოტენჰემში", "მანჩესტერ იუნაიტედში", "ფულემში", "მონაკოსა" და პაოკ-ში უთამაშია. მის ანგარიშზე, პროფესიონალურ კარიერაში, 300-ზე მეტი გოლია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული