ლიხტენშტაინის 6000-იანი ქალაქის კლუბი ევროტურნირზე გავიდა, თანაც გასვლაზე "რაპიდი" დაამარცხა! - ჩვენ რაღა გვჭირს?!

AutoSharing Option
ლიხტენშტაინის კლუბმა "ვადუცმა" კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შეაღწია! მათ პირველ შეხვედრაში "რაპიდთან" საშინაო არენაზე ფრედ, 1:1 ითამაშეს, ვენაში კი 1:0 იმარჯვეს და ავსტრიელები ასპარეზობას გამოთიშეს!

"ვადუცი" ამჟამად შვეიცარიის მე-2 ლიგაში ასპარეზობს და ევროტურნირებზე ლიხტენშტაინის თასის მოგების წყალობით მოხვდა.

მათ "რაპიდამდე" თურქულ "ქონიასპორსა" და სლოვენიურ "კოოპერს" სძლიეს.

ქალაქი ვადუცი ლიხტენშტაინის სამთავროს დედაქალაქია. მისი მოსახლეობა, 2022 წლის მონაცემებით, 5,696 ადამიანს შეადგენს.

ლიხტენშტაინში სულ 40 000 ადამიანი ცხოვრობს, საკუთარ ჩემპიონატსაც არ ატარებენ, მათი კლუბი კი მაინც გავიდა ევროტურნირზე - ისტორიაში პირველად!

აქვე გეტყვით,
რომ ევროტურნირებზე პირველად ითამაშებს კოსოვოს გუნდიც. "ბალკანიმ" ორი მატჩის ჯამში გაგი მარგველაშვილის "შკუპს" სძლია.
მკითხველის კომენტარები / 21 /
რამდენი მიზეზი არ გამიგია,მაგრამ არავინ ახსენებს ჩემი აზრით მთავარს, ბავშვთა ფეხბურთის განვითარების სისტემას,რომელიც საქართველოში ფაქტობრივად არ არსებობს, 6 წლის ასაკიდან მოყოლებული ყველადა ყველაფერი შედეგზეა ორიენტირებული და არა ბავშვის განვითარებაზე,ყველაფერს კადრულობს,კლუბი,მწვრთნელი და მშობელი,იმისათვის რომ ბავშვმა თამაში მოიგოს.ამიტომაც არის რომ ყველას გიკვირთ,ასაკობრივებში რა მაგრები ვართ და მერე რა გვემართება, რა გვემართება და სიბნელე,უსწავლელობა სიბნელეოა ამბობდა "ფეოლა" ჯერ კიდევ რამოდენიმე ათწლეულის წინ,მაგრამ ვინ დაუჯერა,ხოდა ვირბინოთ ციყვებივით საბურავში და სან-მარინოც გავა ცოტახანში ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე
საქართველო
17:53 27-08-2022
0
ეგ ლიხტენშტეინის გუნდი ჩვენგან განსხვავებით შვეიცარიის ჩემპიონატში თამაშობს და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პარარელურად პოლიტიკაში არ ეტენება.
sani
23:01 26-08-2022
3

სიახლეები პოპულარული