4-ჯერ დიდი ხელფასი, ვიდრე "ლივერპულში" - ჰენდერსონი არაბეთში გადასვლასთან ახლოსაა

AutoSharing Option
"ლივერპულის" ნახევარმცველი ჯორდან ჰენდერსონი "ალ იტიფაქში" გადასვლასთან ახლოსაა. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.

მოგეხსენებათ, არაბული კლუბი რამდენიმე დღის წინ სტივენ ჯერარდმა ჩაიბარა. წყაროს ცნობით, "სქაუზერთა" კაპიტნის გადაბირებას პირადად ლეგენდარული ინგლისელი ცდილობს.

გამოცემის ინფორმაციით, "ალ იტიფაქი" ჯორდანს იმაზე 4-ჯერ მეტ ანაზღაურებას სთავაზობს, ვიდრე "ლივერპულში" გამოიმუშავებს. ცნობისთვის, ჰენდერსონის ხელფასი მერსისაიდულ კლუბში 221 000 ევროა.

შეგახსენებთ, 33 წლის ფეხბურთელი "ლივერპულს" 2011 წელს "სანდერლენდიდან" შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან "წითლების" რიგებში 360 მატჩი გამართა, თავი კი 29 გატანილი გოლით გამოიჩინა.

alt"მანჩესტერ სიტის" თამაშის

ყურებას მირჩევნია საბავშვო არხებს ვუყურო..." - ჯორდან ჰენდერსონი

altჰენდერსონი: უმაღლეს დონეზე კიდევ 7 წელი ვითამაშებ

altჯორდან ჰენდერსონი: მაშინ მზად ვიყავი, სუარესი მომეკლა...

მკითხველის კომენტარები / 1 /
ფეხბურთის დასასრულის დასაწყისი!! ვინც პირველი წავიდა არაბეთში დიდი ფულისთვის ევროპიდან, სულ ბუცით არის საცემი
mate
21:55 13-07-2023
0

სიახლეები პოპულარული