იურგენ კლოპს გერმანიის ნაკრების ჩაბარება შესთავაზეს

AutoSharing Option
იურგენ კლოპს გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ შეთავაზებით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "ლივერპულის" მთავარ მწვრთნელს ნაკრების ჩაბარებას "მერსისაიდულ" კლუბში მუშაობის პარალელურად სთავაზობენ.

დათანხმდება თუ არა წინადადებას 56 წლის სპეციალისტი, ჯერჯერობით უცნობია.

Bild-ის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის გერმანიის ნაკრების ჩაბარების ყველაზე რეალური კანდიდატი იულიან ნაგელსმანია, რომელიც ბოლოს მიუნხენის "ბაიერნს" წვრთნიდა.

შეგახსენებთ, გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ ჰანსი ფლიკი იაპონიის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში (1:4) განცდილი მარცხის შემდეგ გაათავისუფლა.

altგერმანიის ნაკრების მწვრთნელს მორიგი წარუმატებლობა არ აპატიეს და გადააყენეს