კარაგერმა მისთვის ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა დაასახელა

AutoSharing Option
"ლივერპულის" ყოფილმა მცველმა ჯეიმი კარაგერმა მისთვის ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა დაასახელა.

"იოჰან კრუიფს ავირჩევ. საქმე ის კი არ არის, რომ მან კარიერაში რაიმე დიდ წარმატებას მიაღწია, არამედ ის, რომ მისი გზა "ბარსელონაში" უნიკალური იყო.

იოჰანზე დღემდე საუბრობენ. ისინი განიხილავენ ფილოსოფიას, რომელიც მან ჩამოაყალიბა კატალონიურ კლუბში. ასე რომ, ჩემთვის იოჰან კრუიფი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია ფეხბურთის ისტორიაში", - ციტირებს კარაგერს Daily Mail.
მკითხველის კომენტარები / 1 /
Კარაგერ ფეხბურთის გაგებაში არა ყოფილხარ.რა კრუიფი რის კროეფი?ხვიჩაა ნომერ პირველი ფეხბურთში,კალათბურთში,წყალბურშიც და ჰოკიშიც(ოღონდ ბალახის)!!! Თუ არა გჯერა სექტას ჰკითხე
კარაგერს
18:36 28-03-2024
17

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული