58 წლის ასაკში რომარიომ კარიერის გაგრძელების შესახებ გვაუწყა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა რომარიომ 58 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერის გაგრძელება გადაწყვიტა.

ის ბრაზილიის სერია D-ს რიო დე ჟანეიროს კლუბ "ამერიკაში" ჩაირიცხა. რომარიომ ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ თავის შვილთან, 30 წლის რომარინიოსთან ერთად სურს ასპარეზობა.

ყოფილ თავდამსხმელს კარიერის განმავლობაში არაერთ კლუბში უთამაშია. 1994 წელს ბრაზილიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა, 2009 წელს კი კარიერა დაასრულა.
ტეგები: