კოსტაკურტა: ჩალჰანოღლუ როდრის შემდეგ ევროპაში საუკეთესო ნახევარმცველია

AutoSharing Option
ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ალესანდრო კოსტაკურტამ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში "ინტერის" ნახევარმცველის, ჰაკან ჩალჰანოღლუს შესახებ ისაუბრა.

კოსტაკურტას თქმით, თურქი ნახევარმცველი როდრის შემდეგ ევროპაში თავის პოზიციაზე საუკეთესოა.

"ჩალჰანოღლუ "ინტერში" შესანიშნავად ათამაშდა, მისი კარიერა რაღაცით ედგარ დავიდსისას მახსენებს, რომელიც "მილანიდან" "იუვენტუსში" გადასვლის შემდეგ, მსოფლიო დონის ფეხბურთელად იქცა. თუ არ ჩავთვლით როდრის, ჰაკანი ევროპაში საუკეთესო ნახევარმცველია", - განაცხადა კოსტაკურტამ.

შეგახსენებთ, ჩალჰანოღლუ "ინტერს" 2021 წელს, "მილანიდან", თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

alt"გგონიათ, "მილანიდან" "ინტერში" ფულის გამო გადავედი?"

- რა განაცხადა ჩალჰანოღლუმ

alt"ამის გაკეთების საშუალება არ მივეცით" - რა თქვა ჩალჰანოღლუმ კვარაცხელიაზე

altჩალჰანოღლუ "ინტერთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს

მკითხველის კომენტარები / 1 /
საუკეთესო არა, კროოსთან ახლოსაც ვერ მივა
ეეე
20:19 05-05-2024
0

სიახლეები პოპულარული