"მანჩესტერ იუნაიტედმა" ტენ ჰაგს დრო უნდა მისცეს" - გარი ნევილი

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდამ და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტმა გარი ნევილმა "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელის ერიკ ტენ ჰაგის შესახებ ისაუბრა.

"სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები ვინ უნდა შეცვალოს ტენ ჰაგი. ჩემი აზრით, ნიდერლანდელს კიდევ ერთი სეზონი უნდა ვაცადოთ, წელს "იუნაიტედს" უამრავი ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავდა, რამაც გუნდს დასახული მიზნის მიღწევაში ხელი შეუშალა.

ბოლო 10 წლის განმავლობაში კლუბში უცნაური სიტუაციაა, გასულ სეზონებში აქ მოვიდნენ ადამიანები, რომლებსაც საუცხოო სეზონები ჰქონდათ, სანამ "იუნაიტედის" ფორმას მოირგებდნენ, "მანჩესტერს" სტაბილურობა ძალიან აკლია. საინტერესო იქნება, შეძლებს თუ ვერა უახლოეს მომავალში ტენ
ჰაგი სიტუაციის სასიკეთოდ შემოტრიალებას", - განაცხადა ნევილმა.

altგარი ნევილი: მოაშორეთ ზინჩენკო, ის "არსენალის" ტვირთია

alt"მანჩესტერის იუნაიტედის" 10-წლიანი კრიზისი ტენ ჰაგის ბრალი არ არის" - გარი ნევილი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული