"რეალის" გამო ზღაპრულ წინადადებაზე უარი თქვა - ფაბრიციო რომანომ ფრანგის ტრანსფერის აქამდე უცნობ დეტალებზე ისაუბრა

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ "პარი სენ ჟერმენის" შემტევმა კილიან მბაპემ ვიდეო მიმართვა გაავრცელა და დაადასტურა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს შეიცვლის.

კილიანს არ დაუსახელებია, თუ სად გააგრძელებს კარიერას, თუმცა ევროპული წამყვანი გამოცემების ცნობით, მბაპე "რეალს" შეუერთდება და 25 წლის შემტევმა "სამეფო კლუბთან" პირადი კონტრაქტი უკვე გააფორმა.

ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ამ ტრანსფერის აქამდე უცნობ დეტალებზე საუბრობს:

"მბაპეს არასდროს სურდა, რომ კარიერა პრემიერლიგაში გაეგრძელებინა. გასულ ზაფხულს კილიანმა საუდის არაბეთიდან მიიღო შემოთავაზება, სადაც ყოველწლიურად ხელფასის სახით 200 მილიონ ევროს მიიღებდა, ფრანგმა წინადადება იუარა,
რადგან არ სურდა, რომ ფლორენტინო პერესისთვის იმედები მეორედ გაეცრუებინა, როგორც ეს 2022 წლის ზაფხულში გააკეთა", - განაცხადა რომანომ.

ბოლო ინფორმაციით, "რეალი" მბაპეს შეძენას ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ დაადასტურებს, ამ ტურნირზე "სამეფო კლუბი" "დორტმუნდს" 1-ელ ივნისს დაუპირისპირდება.

altმბაპე და მიქაუტაძე საფრანგეთიდან, მათი შესაძლო დაპირისპირება მერვედფინალში და ფორვარდები, რომელთაც გრანდები დააკვირდებიან...

altანტონიო რიუდიგერი: მბაპეს გავანადგურებ

alt"რეალში" ჯერ კიდევ არგადასული მბაპე "ბარსელონას" ფანებს უკვე შესძულდებათ - ნახეთ, რა უთხრა გასახდელისკენ მიმავალმა ფრანგმა კატალონიელთა გულშემატკივრებს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
მბაპე 2022-ში რომ გადასულიყო რეალში, მინიმუმ ერთი ლიგა და ერთი ოქროს ბურთი ექნებოდა უკვე, ფინანსურადაც იგივე სიტუაციაში იქნებოდა რაც ეხლა, იმის გათვალისწინებით რომ პსჟ-მ უარი უთხრა ბონუსის გადახდაზე. ამიტომ აგენტი უნდა გყავდეს თავის საქმის პროფესიონალი და არა დედა ან ოჯახის ახლობელი
მამუკა
00:40 13-05-2024
0
არცერთ სუპერვარსკვლავს, ისეთებს, როგორებიც იყვნენ: მესი, ზიდანი, ფიგუ, რ. კარლოსი და სხვ. ოქროს ბურთის მფლობელი პრემიერლიგაში გადასვლის წინააღმდეგი იყო! გაიგეთ, პრემიერლიგაში დიდ ხელფასებს უხდიან, მაგრამ ეს პირდაპირპროპორციულად მის საუკეთესოობას არ ნიშნავს!
ლაშა
14:46 12-05-2024
7

სიახლეები პოპულარული