კლოპი: პრემიერლიგაში აღარასდროს ვიმუშავებ

AutoSharing Option
დღეს,"ლივერპული" იურგენ კლოპის ხელმძღვანელობით უკანასკნელ მატჩს ჩაატარებს, "სქაუზერები" პრემიერლიგის ბოლო ტურში შინ "ვულვზს" დაუპირისპირდებიან.

გერმანელი სპეციალისტი "ენფილდზე" გულშემატკივრებს დაემშვიდობება.

"შვებულების აღებას დიდი ხნით ვგეგმავ, ჩემი დრო ინგლისში დასრულდა, ამის თქმა დანამდვილებით შემიძლია. პრემიერლიგაში სხვა კლუბს არასდროს გავწვრთნი", - ციტირებს კლოპის სიტყვებს ფაბრიციო რომანო.

შეგახსენებთ, "ლივერპულში" იურგენ კლოპს "ფეიენოორდის" ამჟამინდელი დამრიგებელი არნე სლოტი შეცვლის, ნიდერლანდელმა სპეციალისტმა "მერსისაიდელებთან" კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა. ინგლისური კლუბი "ფეიენოორდს" კომპენსაციის სახით 13 დან 15 მილიონ ევრომდე გადაუხდის.

"ლივერპულისა" და "ვულვზის" მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

alt"დიდი მწვრთნელი არ ვარ, ძალიან მიკვირს,

როდესაც..." - იურგენ კლოპი თავის მიღწევებზე

altკლოპი: "ატალანტასთან" მატჩის წინ: ევროპის ლიგის მოგება გვინდა

altკლოპი ნაკრებით დაგვიბრუნდება? - ყველაფერი ევროპის ჩემპიონატის მერე გაირკვევა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული