ჩვენმა მუშაობამ შედეგი გამოიღო... "ჭიათურის" პრეზიდენტს დიდი გეგმები აქვს

AutoSharing Option
ფოტოზე: მიხეილ კიპაროიძე და ნიკა ბადურაშვილი
იყო დრო, ჭიათურის "მაღაროელი" საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობდა. მერე და მერე ამბიციებმა იკლო. არადა, ჭიათურაში ფეხბურთი ძალიან უყვართ. იქაურ სტადიონს ხომ მთლად უნიკალური მდებარეობა აქვს...

ახლა ადგილობრივი საფეხბურთო კლუბი "ჭიათურა" ეროვნულ ლიგა 2-ში აღზევებისთვის იბრძვის. გუნდი ძირითადად ახალგაზრდა ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. მას ადგილობრივი სპეციალისტი მიხეილ კიპაროიძე წვრთნის, კლუბის პრეზიდენტის მძიმე ჭაპანს კი ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული ახალგაზრდა კაცი - ნიკა ბადურაშვილი სწევს.

"ლელო" სწორედ მას ესაუბრა კლუბის აწმყოსა და მომავალზე...

"ერთი წლის წინ რომ მოვედი კლუბში, ძალიან არასახარბიელო მდგომარეობა დამხვდა. თავიდანვე ელემენტარული საკითხების მოგვარება მოგვიხდა.

მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი გუნდმა კარგად ჩაატარა. სიმართლე უნდა ვთქვა, არცკი ვგეგმავდით პირველ ადგილზე გასვლას ლიგა 3-ის იმ ჯგუფში, რომელშიც ჩვენ ვთამაშობდით, მაგრამ კარგად აეწყო ყველაფერი და პირველობა დიდი ხნით ადრე გავინაღდეთ. ახლა გუნდები გაერთიანდნენ და მესამე ადგილზე ვართ, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეროვნულ ლიგა 2-ში გადავიდეთ...

You must have Flash Player installed in order to see this player.
ჩვენი გუნდი ახალგაზრდა კადრებითაა დაკომპლექტებული. გვყავს ასევე რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი, მაგალითად - თენგიზ ჩიკვილაძე, რომელსაც ქართველი გულშემატკივარი კარგად იცნობს. დავიმატეთ ასევე მეკარე გაბრიელ თებიძე, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია...

რეგულარულ ჩემპიონატში ჩვენ დამაჯერებლად ვლიდერობდით და ამან საშუალება მოგვცა, ახალგაზრდა ჭიათურელებისთვისაც მიგვეცა თავის გამოჩენის შანსი. ვათამაშეთ რამდენიმე ფეხბურთელი 17-წლამდელთა გუნდიდან...

სასიამოვნოა, რომ ადგილობრივი ბიზნესმენები კლუბს ბოლომდე გვერდში უდგანან. სწორედ მათი დახმარებით ვუხდით ფეხბურთელებს პრემიალურებს. როცა კლუბში მოვედი, ჩემს მთავარ მიზნად დავისახე ის, რომ ადგილობრივი ბიზნესსექტორი დამეინტერესებინა ფეხბურთით. მიხარია, რომ ჩვენმა მუშაობამ შედეგი გამოიღო და ცდას არც მომავალში დავაკლებთ...

სტადიონს რაც შეეხება, ის მართლაც უნიკალურ ადგილზეა აშენებული. ფუნქციონირებს კომპლექსი. ვგეგმავთ სტადიონის რეკონსტრუქციას. ქალაქის ხელმძღვანელობა საქმის კურსშია. კარგია, რომ ერთი ტრიბუნა მაინც ექვემდებარება რეკონსტრუქციას...

თუ ეროვნულ ლიგა 2-ში ვერ გადავალთ, ეს ჩვენთვის ტრაგედია არ იქნება. გეგმაზომიერად გავაგრძელებთ მუშაობას და მჯერა, მაინც მივაღწევთ შედეგს. გვინდა, კლუბს ძველი სახელი - "მაღაროელი" დავუბრუნოთ. ყველა ასე გვიცნობს...

აღვნიშნავ სამწვრთნელო შტაბის მუშაობასაც. ეს გუნდი მთლიანად ჭიათურელი კადრებითაა დაკომპლექტებული. მიხეილ კიპაროიძის ხელმძღვანელობით, შტაბი ძალიან კარგად მუშაობს და ეს შედეგიდანაც ჩანს", - გვითხრა ბადურაშვილმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
❤ წინსვლას და წარმატებებს ვუსურვებ ჩემ ჭიათურას და ნიკა ბადურაშვილს
Lika Lika
19:44 12-08-2017
0
ეჭვიც არავის შეეპაროს წელს ჭიათურა ლიგა 2_ ში გადადის
მალხაზი
22:42 08-08-2017
0
სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2017
#
გუნდი
1
დინამო (თბ)
22
16
2
4
39
50
2
ტორპედო
22
13
5
4
15
44
3
სამტრედია
23
13
5
5
12
44
4
ლოკომოტივი
22
10
3
9
8
33
5
ჩიხურა
22
10
3
9
-4
30
6
საბურთალო
23
10
3
10
4
33
7
დინამო (ბთ)
23
8
2
13
-9
26
8
დილა
22
5
7
10
-9
22
9
კოლხეთი 1913
22
4
7
11
-18
19
10
შუქურა
23
2
5
16
-38
11