გიორგი მიქაძემ "მერანი" დატოვა, მალხაზ ჟვანიამ - "თელავი"

AutoSharing Option
ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერ მარტვილის "მერანს" ახალი მწვრთნელი ეყოლება. კლუბის პრესსამსახურმა მეტისმეტად მოულოდნელი ცნობა გაავრცელა - გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი მიქაძემ, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა.

მოულოდნელია და უცნაურიც, რადგან მიქაძე წარმატებით მუშაობდა - 2016 წელს "მერანი" საქართველოს თასის ფინალში (სადაც ქუთაისის "ტორპედოსთან" 1:2 წააგო) გაიყვანა, წლეულს კი მისი გაწვრთნილი გუნდი ეროვნულ ლიგა 2-ის ლიდერია და მშვენიერ ფეხბურთსაც თამაშობს. მისი შემცვლელის ვინაობა უახლოეს დღეებში გაირკვევა.

კიდევ ერთი სამწვრთნელო გადაადგილების ამბავი, რომელშიც "მერანი" ერთხელაც უნდა ვახსენოთ - მარტვილელთა ყოფილი დამრიგებელი მალხაზ ჟვანია "თელავიდან" (ლიგა 3) წამოვიდა. ეს ინფორმაცია კახური კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა. განშორების საფუძველი აქაც ანალოგიურია - მხარეებს შორის კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმებით გაწყდა.

ჟვანიას შემცვლელთან დაკავშირებით "თელავი" მოლაპარაკებებს რამდენიმე სპეციალისტთან აწარმოებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ფ ინჯიას მორიგი ხუშტურებია - ალბათ მალხაზ ჟვანიას აბრუნებენ გუნდში
ბაზი
10:25 10-08-2017
0
სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2017
#
გუნდი
1
დინამო (თბ)
22
16
2
4
39
50
2
ტორპედო
22
13
5
4
15
44
3
სამტრედია
23
13
5
5
12
44
4
ლოკომოტივი
22
10
3
9
8
33
5
ჩიხურა
22
10
3
9
-4
30
6
საბურთალო
23
10
3
10
4
33
7
დინამო (ბთ)
23
8
2
13
-9
26
8
დილა
22
5
7
10
-9
22
9
კოლხეთი 1913
22
4
7
11
-18
19
10
შუქურა
23
2
5
16
-38
11