"ერთმანეთს ვეკითხებოდით - ბოლოს როდის ვითამაშეთ ასეთ მოედანზე?"

AutoSharing Option
"სამტრედიის" კაპიტანი გიორგი დათუნაიშვილი საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და სტაბილური ფეხბურთელია.

ძნელი გასახსენებელია სეზონი, მას რომ ჩაეგდოს, ან ამა თუ იმ გუნდში კარგი სახელი არ დაეტოვებინოს.

დათუნაიშვილი საყრდენი ნახევარმცველია, მაგრამ ხშირად გაუტანია გადამწყვეტი გოლიც - განსაკუთრებით, ბოლო წუთებზე.

გაუტანია თბილისის "დინამოს" კარში და უახლოეს ტურში სწორედ "სამტრედია"-"დინამოა".

მოქმედი ჩემპიონი და ახლანდელი მესამეადგილოსანი ერთპიროვნულ ლიდერს უმასპინძლებს.

შეხვედრა 12 აგვისტოს შედგება "ეროსი მანჯგალაძის" სტადიონზე.

Eliga.ge დათუნაიშვილს მოახლოებულ მატჩზე ესაუბრა და მთლიანად ჩემპიონატზეც...

- ცხრილიდან გამომდინარე, თუ "დინამოს" მოუგებთ, სამეულში ბრძოლა კიდევ უფრო დაიძაბება...
- ამ შემთხვევაში "დინამოსთან" ჩამორჩენა მხოლოდ 4 ქულა გახდება. თუმცა ყველამ ვიცით, რომ მოგება იოლი არ იქნება. "დინამო" ნიჭიერი ახალგაზრდებით დაკომპლექტებული გუნდია, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძისნაირი ტალანტი კარგა ხანია, ჩვენს ჩემპიონატში არ გამოჩენილა.

- წინა წრის მატჩი, როცა თბილისში 2:3 წააგეთ, ბევრი გულშემატკივრის აზრით, საუკეთესო იყო მიმდინარე სეზონში...
- დიახ, მართლა კარგი თამაში იყო და ვეცდებით, ამჯერად მოგებით დავასრულოთ.

- "დინამოს" კარში საკმაოდ ხშირად გაგაქვთ გოლი. ეს იმიტომ, რომ "დინამოა" და მის წინააღმდეგ უფრო მოტივირებული ხართ?
- ასე ვერ ვიტყოდი, ყველასთან მოტივირებული გავდივარ მოედანზე. "დინამოს" კარში კი რატომღაც მართლაც ხშირად გამქონდა. "ვიტ ჯორჯიაში" თამაშისას ოთხჯერ თუ ხუთჯერ გავუტანე, მათ შორის, თასის ფინალში და სუპერთასზეც.

"ტორპედოშიც" რომ ვიყავი, მაშინაც გადამწყვეტი გოლი შევაგდე. ასევე, "ჩიხურაში" თამაშისას თასის ფინალში. წინა წრეშიც გავუტანე, სტუმრად თბილისში... ისე, "დინამოს" სტადიონზე უფრო ხშირად გამაქვს.

- "დინამოს" ახალგაზრდები ახსენეთ. "სამტრედიას" რამდენად ნიჭიერი ახალგაზრდები ჰყავს?
- ჩვენს გუნდშიც არიან იმედისმომცემი ახალგაზრდები. ბურკაძე, ხაბეიშვილი, ნინუა - ხანდახან უწევთ თამაში ეროვნულ ლიგაში. მათ ხელშეწყობა სჭირდებათ, რათა განვითარდნენ.

- ჩემპიონატის ფორმატზეც გკითხავთ. რამდენად დადებითად აისახა ლიგაზე ათი გუნდის ოთხ წრედ თამაში?
- დაძაბული თამაშებია. მხოლოდ "შუქურა" ჩამორჩა, თორემ სხვა
You must have Flash Player installed in order to see this player.
გუნდების დაპირისპირებებს რომ გადავხედოთ, ფავორიტ-აუტსაიდერის წინასწარ გარკვევა ურთულესი საქმეა.

წინა ტურშიც ასე მოხდა: "ტორპედომ" "კოლხეთს" ვერ მოუგო. 16 გუნდი უმაღლეს ლიგაში მართლაც ბევრი იყო, კარგად მახსოვს, ზოგიერთ კლუბს გზის ფულიც კი არ ჰქონდა.

ათგუნდიანი უკეთესია, დაძაბული თამაშებია. კარგია, რომ ჩემპიონატიც შუქდება. მაგრამ ამ ყველაფერს სათამაშო დონეზე ჯერ არ უმოქმედია.

- კითხვა თავისთავად დაიბადა - რატომ?
- ვფიქრობ, წლების განმავლობაში უკან-უკან მიდიოდა საქმე და ეს ყველაფერი ერთ და ორ წელიწადში ვერ შეიცვლებოდა. უბრალოდ, წარმოუდგენელია, ამას უცებ ემოქმედა. "ყარაბახს", რომელთანაც მწარედ წავაგეთ, 50 მილიონი დოლარი წლიური ბიუჯეტი აქვს. ეს თითქმის ნახევარია იმ თანხისა, რაც ქართული ფეხბურთის განვითარების პროგრამას 5 წლის განმავლობაში უნდა მოხმარდეს.

წლების განმავლობაში ინგრეოდა სტადიონები, უარესდებოდა ინფრასტრუქტურა... ჩემპიონატში ამდენი ხელოვნური მოედანია, თანაც, უხარისხოები.

ამიტომაცაა, რომ იმატა ტრავმებმა, ხშირია ჯანმრთელობის პრობლემები. "ყარაბახთან" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო თამაშის წინ ბაქოში მინდორი მორწყეს და ბიჭები ერთმანეთს ვეკითხებოდით - ბოლოს როდის ვითამაშეთ ასეთ მოედანზე? თითქოს დეტალებია, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი დეტალები ბევრია და ეს მოქმედებს ჩემპიონატზეც.

თვითონ კლუბებმაც უნდა მოინდომონ. როგორ მოვა კერძო ინვესტორი, თუ მას არაფერი დაახვედრე? მხოლოდ სახელს ხომ არ იყიდის? ინფრასტრუქტურასაც და ბავშვთა ფეხბურთსაც დიდი ყურადღება სჭირდება. ასე თუ დავძლევთ კრიზისს...

(ქვეყნდება მცირე ცვლილებით)
მომზადებულია Eliga.ge-ს მიხედვით
kobulets ki aukrzales tavis moedanze tamashi, samtredia ki agrzelebs beton stadionze tamashs egaa samartali??
qomagi
15:14 10-08-2017
0
kvela gunds ro karabaxis nairi moednebi kondes rasambob ar datenit mtel evropas cadi daikarge tu dzmaxar)))))))))))
!!!!!
13:56 10-08-2017
1
სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2017
#
გუნდი
1
დინამო (თბ)
22
16
2
4
39
50
2
ტორპედო
22
13
5
4
15
44
3
სამტრედია
23
13
5
5
12
44
4
ლოკომოტივი
22
10
3
9
8
33
5
ჩიხურა
22
10
3
9
-4
30
6
საბურთალო
23
10
3
10
4
33
7
დინამო (ბთ)
23
8
2
13
-9
26
8
დილა
22
5
7
10
-9
22
9
კოლხეთი 1913
22
4
7
11
-18
19
10
შუქურა
23
2
5
16
-38
11