"საქართველო ინგლისი არაა, ბიზნესი ფეხბურთში თვითონ რომ მივიდეს"

AutoSharing Option
რა მდგომარეობაშია ქართული ფეხბურთი, რა არის შესაცვლელი და დასახვეწი ფეხბურთის განვითარების პროგრამაში, როგორ შეიძლება (ან საერთოდ, თუ შეიძლება) ქართულ ფეხბურთში ბიზნესის მოზიდვა და რა სჭირს თბილისის "ლოკომოტივს", რომელიც გასაოცარი თამაშების შემდეგ კიდევ უფრო გასაოცარ მატჩებს აგებს?

ამ და სხვა საინტერესო თემებზე "ლელოს" თბილისური კლუბის ტექნიკური დირექტორი გიორგი ყიფიანი ელაპარაკება...

- ქართული ფეხბურთის კრიზისი სახეზეა. ჩაგდებული ევროსეზონის შემდეგ ყველა და ყველაფერი კრიტიკის ობიექტი გახდა, მათ შორის, ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა. სახელმწიფოსა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა თავად თქვეს, რომ მას კორექტირება სჭირდება. საინტერესოა, რას ფიქრობთ ამ საკითხზე? რა ცვლილებებია საჭირო პროგრამაში, უკეთ რომ იმუშაოს?
- პროგრამაში ცვლილება უკვე შევიდა, როცა საბაზისო დაფინანსება 100 ათასი ლარით შემცირდა და სტიმულირების ფონდი გაიზარდა. ჩვენს შემთხვევასთან ეს შესაბამისობაში მოდის, რადგან "ლოკომოტივი" თანხების მოზიდვას ახერხებს... ამას გარდა, პროგრამის განხორციელებას კიდევ ერთი წელი დაემატა.

საერთოდ, ჯერ მხოლოდ 2 წელიწადია, რაც რეფორმა დაიწყო. ამიტომ, ჯერ ნაადრევია ლაპარაკი მის ავკარგიანობაზე. რეფორმა შედეგებით ფასდება და მისი პლუს-მინუსები მხოლოდ მისი დასრულების შემდეგ უნდა შეჯამდეს. მაშინ ვნახავთ, რა ცვლილებები მოუტანა ამ რეფორმამ ჩვენს ფეხბურთს, ჩემპიონატს, კლუბებს... ახლა კი კარგი ისაა, რომ ვიცით, 2021 წლამდე რა ბიუჯეტი გვექნება. ეს სტაბილურ ფინანსურ გარემოს გვიქმნის. ვიცით, ამ პერიოდში რა თანხები შეგვიძლია დავხარჯოთ, ფინანსურად რა მიმართულებით უნდა წავიდეთ, რა უნდა დავგეგმოთ და ასე შემდეგ...

- სამართლიანი შენიშვნაა, რომ პროგრამის სრულყოფილად ამუშავებისთვის ინფრასტრუქტურისა და ბავშვთა ფეხბურთის მიხედვაა აუცილებელი...
- პროგრამაში ინფრასტრუქტურული პროექტები გათვალისწინებული იყო, მაგრამ თავდაპირველი ვარიანტიდან ამოიღეს და ამის მიზეზიც ცნობილია - ამ პროექტებს, ფეხბურთის განვითარების
You must have Flash Player installed in order to see this player.
ფონდის ნაცვლად, სახელმწიფო სტრუქტურები განახორციელებენ. რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურა და ბავშვთა ფეხბურთი მიხედვას საჭიროებს.

- ქართული გუნდები ევროგათამაშებას პირველივე ეტაპზე გამოეთიშნენ. ასეთ პირობებში სტიმულირების ფონდის გაზრდა რა შედეგს მოიტანს? ბიზნესჯგუფები მასობრივად როგორ დაინტერესდებიან ქართული კლუბებით, რომლებიც მხოლოდ წარუმატებლობასთან არიან გაიგივებულები?
- ბიზნესის მოზიდვა მე მაინც რეალურად მიმაჩნია. ეს კი, უპირველესად, ისევ კლუბების მენეჯმენტზეა დამოკიდებული. სწორი მართვის პირობებში ეს შესაძლებელია.

- რანაირად?
- კლუბის მენეჯმენტმა საქმიანი წრეები ფეხბურთით უნდა დააინტერესოს და დაარწმუნოს, რომ ეს ბიზნესის კუთხით პერსპექტიული დარგია. ეს კი არარეალური არაა და ისევ კლუბებზეა დამოკიდებული, მაგრამ საამისოდ შრომა სჭირდება. საქართველო არც ინგლისია, არც ესპანეთი და არც გერმანია, ბიზნესი ფეხბურთში თავად რომ მივიდეს. ამიტომ კლუბებს მეტი აქტიურობა მოეთხოვებათ, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ დღევანდელი მდგომარეობის მიუხედავად, ქართულ ფეხბურთს და კლუბებს პერსპექტივა აქვთ.

- ...სწორედ ეს არის ყველაზე რთული. როგორ უნდა დაიჯეროს ბიზნესმა, ევროპული ფეხბურთის ფსკერზე დაძირული ქვეყნის კლუბებს პერსპექტივა რომ აქვთ?
- წარმატებული საკლუბო სტრუქტურის აწყობით, ფეხბურთს დიდი შემოსავლის მოტანა შეუძლია და ეს ცნობილი ფაქტია. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას რომ შევეშვათ, ევროპის ლიგის ჯგუფში გასვლაც სოლიდურ შემოსავლებს უკავშირდება.

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მომხდარმა ფაქტმა აჩვენა, რომ ქართველ გულშემატკივარს მცირე წარმატებაც ჰყოფნის, სტადიონი რომ შეავსოს. შვედეთთან მოგების შემდეგ "მიხეილ მესხზე", ჩეხეთთან, დასაჯდომი ადგილი აღარ დარჩა. თქვენ წარმოიდგინეთ, რა მოხდება, ევროპის ლიგის ჯგუფში ქართული გუნდი რომ გავიდეს - იქ ხომ ცნობილი კლუბები და ზოგიერთი გრანდიც თამაშობს? ეს ცალკე შემოსავალი იქნება.

ქართული საკლუბო ფეხბურთის დონე დაეცა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მომავალსა და პროგრესზე არ ვიფიქროთ და იმედი გადავიწუროთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
ორი ტერმინი "მაცოფებს": ბავშვთა ფეხბურთი და ინფრასტრუქტურა! გასაგებია, რომ ბავშვთა ფეხბურთი მისახედია, მაგრამ კიდეც რომ აყვავდეს შედეგს მხოლოდ 10-15 წლის მერე მოიტანს. პირადად მე ამდენს ვერ დაველოდები. და მეორე "ინფრასტრუქტურა"! სად ქონდათ ბრაზილიური ფეხბურთის ოქროს თაობებს ინფრასტრუქტურა - ქუჩებიდან "მოვიდნენ" ისეთი ფეხბურთელები, როგორც პელე, გარინჩა და სხვები. აიღეთ 60-ნი წლების დიდი ქართველი ფეხბურთელები: (მესხი, მეტრეველი...) სად იყო მაშინ განვითარებული ინფრასტრუქტურა? მათ ფეხბურთი სისხლში ქონდათ, რასაც ემატებოდა არნახული შრომისმოყვარეობა. ან ხარ ფეხბურთისთვის დაბადებული ან არა. ნუ ბლოკავთ
S.K.K.
12 აგვისტო 2017 18:34
0
ყველა ეხახით ფიფა-ს ფუტბოლს
ქართულ ფეხბურთს, ის კარგა ხანია
ბრიტანულიც კი არაა.
გეკითხებით რატომაა მილიარდერი
ფიფა-ს თამაში ჩვენი ბიუჯეტის
გადასარჩენი?
ფიფა-მ გადაარჩინოს თუ სჭირდება
რამეში.
ვეტერანი
12 აგვისტო 2017 17:00
1
ინფრასტრუქტურა აუცილებელია ფეხბურთის განვითარებისთვის განსაკუთრებით რეგიონებში,ბიზნესი კი სახელმწიფოს მიერ უნდა წახალისდეს რომ ფეხბურთში ფული ჩადონ, რა თქმა უნდა კლუბებმაც უნდა იაქტიურონ ამ კუთხით,ერთი სიტყვით სისტემური მიდგომებია საჭირო დღეს თანამედროვე ფეხბურთში სხვანაირად კიდევ უფრო ძალიან ჩამოვრჩებით.
bebeto
12 აგვისტო 2017 16:42
0
კლუბის სწორ მენეჯმენტში არ იგისხმება ის რომ გუნდიბხვალვე გავიდეს ლიგაზე თუ უეფას თასზე. აქ იგულისხმბა ის რომ თვითონ კლუბიბვითარდებოდეს სწორად, ქონდეს კარგი ინცრასტრუქტურა ასაკობრივი გუნდები და აკადემია საიდანაც კლუბი შევსებას მიიღბს და ასევე თავის აღზრდილებით სწორ ტრანსფერებს გააკეთებს. ესაა სწორი მიდგომა და არა მარტო ის რომ გინდათუარა უეფას თასზე გახვიდე. ლოკომოტივში კი სწორედ ამ გზას ადგანან. წარმატებები
Dave
12 აგვისტო 2017 16:27
0
ვეტერანს - ქართული ფეხბურთის დონე სულ რომ ინგლისურ პრემიერლიგას მიუახლოვდეს, ქართველი მაყურებლის ჯიბე სამწუხაროდ პრემიერლიგის ერთი ნორმალური ფეხბურთელის შესანახადაც არაა მზად. სწორედ ამიტომ სახელმწიფო პროგრამა ერთადერთი გამოსავალია ფეხბურთის გადასარჩენად.

კომუნიზმის დამთავრებას რაც შეეხება, ამისათვის საკმაოდ მარტივი გზა არსებობს - ეს ფული მისცენ ეროვნულ მაუწყებელს თამაშების ტრანსლაციების ყიდვისათვის და მოხდეს კლუბების სასწრაფო განკერძოება (ინტერესის მიხედვით, სულ რომ 1 ლარად გახდეს გასაყიდი, არაკერძო კლუბი არცერთ ლიგაში არ უნდა დაიშვას). აღარ იქნება აღარც ფონდი საჭირო და კერძო კლუბებიც ბევრად უკეთესად განვითარდებიან, ვიდრე სახელმწიფო კლუბები.

დღევანდელ მოდელს შედეგი არ ექნება, ვიდრე კლუბების განკერძოება არ მოხდება!
კოტე
12 აგვისტო 2017 14:56
1
ვირის ყროყინის მოსასმენად ოპერაში
ვინმე შევა?
თქვენ უნდა იყოთ დამოკიდებული
გაყიდული ბილეთების და მაისურების
რაოდენობაზე, აბონიმენტებზე, რეკლამაზე და ა.შ.
ხარისხი არ არის თუნდაც იმ მინიმალური დოტაციის შესაფერისი,
რომელსაც იღებთ ამ პროგრამით.
ამიტომ გასაუქმებელია ეს
პროგრამა და საერთოდ უნდა დამთავრდეს კომუნიზმი ფუტბოლში.
ვეტერანი
12 აგვისტო 2017 14:17
3
ცარიელი სიტყვების რახარუხი...

"ეს ბიზნესის კუთხით პერსპექტიული დარგია" - რაში გამოიხატება მისი პერსპექტიულობა ბიზნესის კუთხით? უეფას თასის ჯგუფში პრემიალურები რომაა? სერიოზული ბიზნეს მოდელია ))

ისე, ერთი-ორი სიტყვა ლოკომოტივის საკლუბო სტრუქტურის შესახებ რომ დაგესვათ, ცუდი არ იქნებოდა. სწორი მენეჯმენტი როგორია, მაგალითის სახით მაინც მოეყვანა.

ინტერვიუზე მეტად სადღეგრძელოების შთაბეჭდილება დატოვა სტატიამ.
კოტე
12 აგვისტო 2017 13:10
1
ქართული საკლუბო ფეხბურთის მენეჯმენტის სათავეებში მყოფი წუწუნა და წრუწუნა ტიპების ინტერვიუების შემდეგ, ძლივს წავიკითხე ადეკვატური და რაციონალური მიდგომები აწმყოსა და მომავლის შესახებ. რა თქმა უნდა, ყველაფერი ქართული კლუბებისა და მათი ხელმძღვანელების მონდომებაზეა დამოკიდებული და არა სახელმწიფო დახმარებებზე. პოსტსაბჭოთა მოქალაქეების უმრავლესობის მსგავსად, სამწუხაროდ, კლუბებსაც შეეყარათ "სოციალურად დაუცველის სინდრომი" და ყველა დახმარებაზეა ხელგაწვდილი. არადა, ფეხბურთი ბიზნესია! იმუშავე, განძრიე ტვინი და მოგებაც გექნება! ეს კაციც ამას ამბობს! წარმატებები მას!
ალეკო
12 აგვისტო 2017 12:39
1
ყენია რას შვება?
გენო
12 აგვისტო 2017 12:22
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2017
#
გუნდი
1
დინამო (თბ)
22
16
2
4
39
50
2
ტორპედო
22
13
5
4
15
44
3
სამტრედია
22
13
4
5
12
43
4
ლოკომოტივი
22
10
3
9
8
33
5
ჩიხურა
22
10
3
9
-4
30
6
საბურთალო
22
10
2
10
4
32
7
დინამო (ბთ)
23
8
2
13
-9
26
8
დილა
22
5
7
10
-9
22
9
კოლხეთი 1913
22
4
7
11
-18
19
10
შუქურა
23
2
5
16
-38
11