"ბარსელონა" კოუტინიოს შეძენას კვირამდე გეგმავს

AutoSharing Option
ნეიმარის პსჟ-ში გადასვლამ "ბარსელონას" ხელმძღვანელები აიძულა, მისი შემცვლელის შეძენაზე დაფაცურებულიყვნენ და განსაკუთრებით, "ლივერპულის" 25 წლის ბრაზილიელი ლეგიონერის, კოუტინიოს ყიდვას ცდილობენ. თუმცა, საკითხავია, რამდენად შეძლებს ეს ბიჭი ნეის შეცვლას და ცოტა ზედმეტ იმედებს ხომ არ ამყარებენ მასზე?

ამ დროს ყველა ბრიტანული ტაბლოიდი სხვადასხვა, ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებს. ზოგი ამტკიცებს, კატალონიელები უკვე ინგლისში არიან და ტრანსფერი მოკვარახჭინებულიაო, ზოგი კი "წითლების" მენეჯერის, იურგენ კლოპის გამონათქვამს აქვეყნებს, რომელმაც ბრძანა, ეგენი ჩვენთან არ მოსულან და ამას აზრი არა აქვს, რამეთუ მისი გამსხვისებელნი არა ვართ, ამდენად, სჯობს ტყუილად ნუ გაირჯებიანო.

დღეს კი "მარკა" სრულიად არასაიდუმლოდ გვამცნობს, რომ "ასულგრანა" ფილიპეს უეჭველი შეიძენს და თანაც, კვირამდე, რათა ესპანეთის სუპერთასის პირველ შეხვედრაში ათამაშოს. კონკრეტული თანხაც სახელდება - 90 მილიონი ევრო ნაღდი ფული და 30 მილიონი ბონუსის სახით. აი, ღირს თუ არა ეს ყმაწვილი ამდენი, ამას მომავალი სეზონი გვიჩვენებს. როგორც იტყვიან, აღდგომა და ხვალეო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული
ლა ლიგა
#
გუნდი
1
ლეგანესი
1
1
0
0
1
3
2
ვალენსია
1
1
0
0
1
3
3
სოსიედადი
1
1
0
0
1
3
4
ჟირონა
1
0
1
0
0
1
5
ატლეტიკო
1
0
1
0
0
1
6
სევილია
1
0
1
0
0
1
7
ესპანიოლი
1
0
1
0
0
1
8
ბილბაო
0
0
0
0
0
0
9
ხეტაფე
0
0
0
0
0
0
10
ბარსელონა
0
0
0
0
0
0
11
ბეტისი
0
0
0
0
0
0
12
დეპორტივო
0
0
0
0
0
0
13
რეალი
0
0
0
0
0
0
14
ლევანტე
0
0
0
0
0
0
15
ვილიარეალი
0
0
0
0
0
0
16
მალაგა
0
0
0
0
0
0
17
ეიბარი
0
0
0
0
0
0
18
ალავესი
1
0
0
1
-1
0
19
ლას პალმასი
1
0
0
1
-1
0
20
სელტა
1
0
0
1
-1
0