ვინ არის ყოფილი მსაჯი, რომელიც თამაშგარეს სახაზავით ადგენს და რა აკავშირებს მას შოთა არველაძესთან [ფოტო/ვიდეო]

AutoSharing Option
PLAYER_GET_VIDEOFLASH
რაფაელ გერერო ალონსო კურიოზული ეპიზოდებით დახუნძლულ ესპანურ სამსაჯო ისტორიაშიც კი გამორჩეულ არბიტრად მიიჩნევა. 2008 წელს, როდესაც რაფა გერერომ ალამი ლურსმანზე ჩამოკიდა, რამდენიმე გამოცემამ ის ისტორიაში ყველაზე ცნობილ ესპანელ არბიტრად მოიხსენია.

რაფა გერერო გვერდითი არბიტრი 20 წლის განმავლობაში იყო. აქედან 14 წელი - პრიმერა დივიზიონში. ესპანური ფეხბურთის უმაღლეს ლიგაში მან მონაწილეობა 315 შეხვედრაში მიიღო. გარდა ამისა, ესპანეთის თასის ფინალში 2-ჯერ და სუპერთასზე 3-ჯერ იმსაჯა. გერერომ მონაწილეობა 174 საერთაშორისო შეხვედრაშიც მიიღო.

რაფა გერეროს კარიერის "მწვერვალი" 1996 წლის 29 სექტემბერს, "სარაგოსასა" და "ბარსელონას" შორის გამართული შეხვედრა იყო. სტუმარმა გუნდმა ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ფერნანდუ კოუტუ წაიქცა. რაფა გერეროს მოთხოვნით, მთავარმა არბიტრმა მეხუტო გონსალესმა შეხვედრა შეაჩერა. გვერდითმა არბიტრმა გონსალესს თერთმეტმეტრიანის დანიშვნა და მასპინძელი გუნდის ფეხბურთელის მოედნიდან გაძევება ურჩია, თუმცა ვერ დააკონკრეტა, რომლის. მეხუტო გონსალესმა, რომელიც საჭირო ინფორმაციის მიღებას დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა, გერეროს ბოლოს უთხრა: "რაფა, ნუ შე**ცი. მითხარი, ვინ გავაძევო?" ამის შემდეგ რაფა გერერომ არასწორ ფეხბურთელზე მიუთითა და გონსალესმაც ხავიერ აგუადო გააძევა, რომელსაც ბრალი არაფერში მიუძღვოდა.

ეს ისტორია 2008 წლის 18 აგვისტოს გაიხსენეს, როდესაც რაფა გერერომ კარიერა დაასრულა. ეს "რეალისა" და "ლევანტეს" შორის გამართულ შეხვედრაში მოხდა, რომელშიც კარიერის უკანასკნელი მატჩი შოთა არველაძემ ჩაატარა.

მას შემდეგ გერერო Marca-ს მთავარი არბიტრ-ანალიტიკოსი იყო.

გავიდა 9 წელი და რაფა გერერომ თავი კიდევ ერთხელ შეგვახსენა. "რეალსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის უეფას სუპერთასზე გამართულ შეხვედრაში პირველი გოლის გამტანი კაზემირო, გადაცემის დროს, თამაშგარეს ზღვარზე იმყოფებოდა. გერერომ, რომელიც ტელეკომპანია Mega-ს გადაცემის, El chiringuito de Jugones-ის ერთ-ერთი წამყვანია, სიმართლის ორიგინალური ხერხით გარკვევა სცადა. მან სახაზავი აიღო, ეკრანს მიადო და ასე "დაამტკიცა", რომ გოლი სამართლიანად ჩაითვალა. შეგახსენებთ, რომ ეს ადამიანი 20 წლის განმავლობაში მოედანზე ადგენდა, იყო თუ არა ფეხბურთელი თამაშგარე მდგომარეობაში.

Sportall.Ge

სახაზავი ცერათ უჭირავს.რომ გაასწოროს,თამაშგარეა....
zaza
02:39 13-08-2017
0
სიახლეები პოპულარული
ლა ლიგა
#
გუნდი
1
ლეგანესი
1
1
0
0
1
3
2
ვალენსია
1
1
0
0
1
3
3
სოსიედადი
1
1
0
0
1
3
4
ჟირონა
1
0
1
0
0
1
5
ატლეტიკო
1
0
1
0
0
1
6
სევილია
1
0
1
0
0
1
7
ესპანიოლი
1
0
1
0
0
1
8
ბილბაო
0
0
0
0
0
0
9
ხეტაფე
0
0
0
0
0
0
10
ბარსელონა
0
0
0
0
0
0
11
ბეტისი
0
0
0
0
0
0
12
დეპორტივო
0
0
0
0
0
0
13
რეალი
0
0
0
0
0
0
14
ლევანტე
0
0
0
0
0
0
15
ვილიარეალი
0
0
0
0
0
0
16
მალაგა
0
0
0
0
0
0
17
ეიბარი
0
0
0
0
0
0
18
ალავესი
1
0
0
1
-1
0
19
ლას პალმასი
1
0
0
1
-1
0
20
სელტა
1
0
0
1
-1
0