სუპერკოპა "კამპ ნოუზე", სუპერთასი "ოლიმპიკოზე"

AutoSharing Option
ამ უქმეების შემდეგ ევროპის ხუთივე მოწინავე საფეხბურთო ქვეყანაში ოფიციალურად სეზონი დაწყებული იქნება - სტარტს იღებს ინგლისის პრემიერლიგა, იტალიასა და ესპანეთში კი სუპერთასის მატჩებია. მოგეხსენებათ, საფრანგეთის პირველობა წინა უქმეებზე დაიწყო, ხოლო გერმანიაში უკვე ჩატარდა სუპერთასი, ახლა კი სტარტს გერმანიის თასიც იღებს.

კვირას "კამპ ნოუზე" ისეთი თამაშია, ყველას ყურადღების ცენტრში იოლად რომ ექცევა - თასის მფლობელი, მაგრამ უნეიმარო "ბარსელონა" ჩემპიონ "რეალს" მასპინძლობს.

ამ თამაშით ყველაფერი არ გადაწყდება, კიდევ ერთი კლასიკო რამდენიმე დღეში უკვე "სანტიაგო ბერნაბეუზე" გველის.

ზინედინ ზიდანის კრებულმა ახლახან ევროპული სუპერთასი მოიგო მაკედონიაში, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედი" 2:1 დაამარცხა, ახლა კი შინაური "სუპერკოპა" ელის.

"რეალს" დისკვალიფიკაციის გამო არ ეყოლება ლუკა მოდრიჩი. მიზეზი კი 2014 წლის "სუპერკოპას" ამბებია - მაშინ ხორვატი გააძევეს და 1-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. მისი ნატურალური შემცვლელი კოვაჩიჩია, მაგრამ შესაძლოა, სასტარტოში მარკო ასენსიო ვიხილოთ.

არ არის გადაწყვეტილი არც ის, იქნება თუ არა BBC (ბეილი, ბენზემა,
You must have Flash Player installed in order to see this player.
რონალდო) სრული შემადგენლობით. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ყურადღებას ამახვილებს მადრიდული პრესა - გაუკეთებს თუ არა "ბარსელონა" "რეალს" "დერეფანს". მოგეხსენებათ, "რეალმა" ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერთასი მოიგო და ტრიუმფატორს, წესით, ასეთი დახვედრა ეკუთვნის.

რომში, "ოლიმპიკოზე", ტურინის "იუვენტუსი" რომის "ლაციოს" სუპერთასისთვის შეებრძოლება. სწორედ ამ მატჩში ითამაშებს პაულო დიბალა პირველად 10-ნომრიანი მაისურით, რომელიც "იუვენტუსიდან" პოლ პოგბას წასვლის მერე თავისუფალი იყო.

ლიგა 1-ში II ტურის მატჩები გაიმართება და შეიძლება ისე მოხდეს, რომ ნეიმარმა კვლავ ვერ ითამაშოს - 222 მილიონ ევროდ პსჟ-ში გადასული ბრაზილიელი ჯერ კიდევ ელის სერტიფიკატს "ბარსელონასგან". პსჟ "გენგამს" სტუმრობს. კატალონიურ კლუბში აცხადებენ, რომ ჯერ ის 222 მილიონი სრულად უნდა მიიღონ.

ევროუქმეების წინ

ესპანეთი. სუპერთასი. I მატჩი
კვირა. 13 აგვისტო
ბარსელონა-რეალი 23:59

იტალია. სუპერთასი
კვირა. 13 აგვისტო
იუვენტუსი-ლაციო 22:45

საფრანგეთი. ლიგა 1. II ტური
პარასკევი. 11 აგვისტო
ნიცა-ტრუა 21:00
რენი-ლიონი 22:45
შაბათი. 12 აგვისტო
ნანტი-მარსელი 19:00
ამიენი-ანჟერი 22:00
ბორდო-მეცი 22:00
კაენი-სტ. ეტიენი 22:00
ტულუზი-მონპელიე 22:00
კვირა. 13 აგვისტო
სტრასბური-ლილი 17:00
დიჟონი-მონაკო 19:00
გენგამი-პსჟ 23:00

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
BBC რომ დაწერე და ბენზემა ბეილი რონალდო არ იყო სწორი, კრიშტიანო , აბრევიატურა მაგიტომ არის თორემ იქნებოდა BBR (პირველი ორი გვარია, ეს სახელი მართალია მაგრამ ასეა რას ვიზამთ)
0
სიახლეები პოპულარული
ლა ლიგა
#
გუნდი
1
ლეგანესი
1
1
0
0
1
3
2
ვალენსია
1
1
0
0
1
3
3
სოსიედადი
1
1
0
0
1
3
4
ჟირონა
1
0
1
0
0
1
5
ატლეტიკო
1
0
1
0
0
1
6
სევილია
1
0
1
0
0
1
7
ესპანიოლი
1
0
1
0
0
1
8
ბილბაო
0
0
0
0
0
0
9
ხეტაფე
0
0
0
0
0
0
10
ბარსელონა
0
0
0
0
0
0
11
ბეტისი
0
0
0
0
0
0
12
დეპორტივო
0
0
0
0
0
0
13
რეალი
0
0
0
0
0
0
14
ლევანტე
0
0
0
0
0
0
15
ვილიარეალი
0
0
0
0
0
0
16
მალაგა
0
0
0
0
0
0
17
ეიბარი
0
0
0
0
0
0
18
ალავესი
1
0
0
1
-1
0
19
ლას პალმასი
1
0
0
1
-1
0
20
სელტა
1
0
0
1
-1
0