არსენალი-ლესტერის შოუ უოტფორდმა და ლივერპულმა განაგრძეს [VIDEO]

AutoSharing Option
"უოტფორდმა" და "ლივერპულმა" "არსენალისა" და "ლესტერისგან" ესტაფეტა გადაიბარეს. პრემიერლიგის პირველი ტურის მეორე მატჩი, პირველის მსგავსად, ძალიან საინტერესო გამოდგა.

გუშინდელი შეხვედრის მსგავსად, "უოტფორდი"-"ლივერპულის" შეხვედრაშიც, მდევრის როლში ყოფნა ორივე გუნდს მოუხდა. ანგარიში მე-8 წუთზე სტეფანო ოკაკამ გახსნა. დააახლოებით ოც წუთში კი, სადიო მანემ გაათანაბრა. სენეგალელმა ნახევარმცველმა პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველი გოლი პირველივე დარტყმით გაიტანა, ისევე, როგორც გასულ სეზონში.

პირველი ტაიმი მაინც მასპინძლებმა მოიგეს და მათ ეს დუკურეს გოლით გააკეთეს.

თამაშის განახლებიდან 12 წუთში წინ უკვე "ლივერპული" იყო. მერსისაიდელთა ახალწვეულმა, მოჰამედ სალაჰმა ჯერ თერთმეტმეტრიანი გამოიმუშავა და
ფირმინოს გაატანინა, შემდეგ კი, ბრაზილიელი შემტევის გადაცემა თავად გამოიყენა.

"ლივერპულმა", რომელსაც ტრავმირებული ფილიპე კოუტინიოს არყოფნა ეტყობოდა, 3 ქულის აღება მაინც ვერ მოახერხა. მე-4 დამატებულ წუთზე, გოლი ბრიტოსმა გაიტანა. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ურუგვაელმა ფეხბურთელმა ეს თამაშგარე მდგომარეობიდან გააკეთა.

- არსენალი-ლესტერი 4:3 - დასაწყისიც ასეთი უნდა [VIDEO]

უოტფორდი-ლივერპული 3:3 (2:1)
უოტფორდი (4-3-3)
: გომეში, იანმაატი (კიკო 18), კაბული, ბრიტოსი, ჰოლებასი, კლევერლი, დუკურე, ჩალობა, ამრაბატი, ოკაკა (გრეი 64), პერეირა (რიჩარლისონი 50)
ლივერპული (4-3-3): მინოლე, არნოლდი (გომესი 90+1), მატიპი, ლოვრენი, მორენო, ჩანი, ჰენდერსონი, ვეინალდუმი, სალაჰი (მილნერი 86), ფირმინო (ორიჯი 81), მანე
გოლები: 1:0 ოკაკა 8, 1:1 მანე 29, 2:1 დუკურე 32, 2:2 ფირმინო 55 (პენ), 2:3 სალაჰი 57, 3:3 ბრიტოსი 90+4
გაფრთხილება: მანე 37, არნოლდო 62, მინოლე 88

მკითხველის კომენტარები / 1 /
"ლივერპული" და მისი კლოპი თუ ტარაკანა ჩვევას არ ღალატობენ და როგორც ყოველთვის ტოტალიზატორებზე მუშაობენ მთელი დატვირთვით. ანდა საერთოდ "ლივერპული" რისი გრანდია მისი შავ ჯოგით მაინც ვერ გავიგე. ოდესღაც თბილისის "დინამოც" არ იყო ხელწამოსაკრავი გუნდი, მაგრამ დღეს საქართველოს პირველობაზე სამეულშიც ვერ ხვდება. კლოპი ყველა გუნდში საეჭვო შედეგებით გამოირჩეოდა და ამას რატომღაც არავინ აქცევს ყურადღებას. ისევე როგორც ბენიტესი და ისიც "ლივერპულში" მოღვაწეობდა თავისი საეჭვო შედეგებით.
................
13 აგვისტო 2017 12:34
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სიახლეები პოპულარული
პრემიერლიგა
2017-2018
#
გუნდი
1
მან. იუნაიტედი
1
1
0
0
4
3
2
ჰადერსფილდი
1
1
0
0
3
3
3
მან. სიტი
1
1
0
0
2
3
4
ტოტენჰემი
1
1
0
0
2
3
5
ევერტონი
1
1
0
0
1
3
6
არსენალი
1
1
0
0
1
3
7
ბარნლი
1
1
0
0
1
3
8
ვესტ ბრომვიჩი
1
1
0
0
1
3
9
ლივერპული
1
0
1
0
0
1
10
საუტჰემპტონი
1
0
1
0
0
1
11
უოტფორდი
1
0
1
0
0
1
12
სუონსი
1
0
1
0
0
1
13
ჩელსი
1
0
0
1
-1
0
14
ლესტერი
1
0
0
1
-1
0
15
სტოკი
1
0
0
1
-1
0
16
ბორნმუთი
1
0
0
1
-1
0
17
ნიუკასლი
1
0
0
1
-2
0
18
ბრაიტონი
1
0
0
1
-2
0
19
კრისტალ პალასი
1
0
0
1
-3
0
20
ვესტ ჰემი
1
0
0
1
-4
0