რიად მაჰრეზისთვის ბრძოლაში "რომა" "ინტერმა" შეცვალა

AutoSharing Option
"რომას" სპორტულმა დირექტორმა რამონ როდრიგეს ვერდეხომ, ანუ იმავე მონჩიმ, მარცხი აღიარა - ბევრი ვეცადეთ, მაგრამ რიად მაჰრეზის ყიდვა ვერ მოვახერხეთ და ახლა სხვა ფეხბურთელებზე უნდა გადავერთოთო (თუმცა, ეს შეიძლება ერთგვარი ხრიკიც იყოს).

ეს იყო და, უმალ გაჩნდა ინფორმაცია, თითქოს, "ლესტერის" შემტევ ნახევარმცველზე პრეტენზია უკვე "ინტერმა" განაცხადა. მაჰრეზი "მელიებს" ერთგულებას კი ეფიცება, მაგრამ ყველამ იცის, რომ აბარგება უნდა და არცთუ - უსაფუძვლოდ.

26 წლის ალჟირელს აქვს ჯანსაღი ამბიცია, ითამაშოს ასეთივე ამბიციურ გუნდში, მწვერვალებს რომ უმიზნებს, რადგან მშვენივრად უწყის - თვალსაწიერ მომავალში "ლესტერი" 2016 წლის გაზაფხულს ვეღარ გაიმეორებს...

"კორიერე დელო სპორტის" ინფორმაციით, "ინტერის" ერთი-ერთი ბოსი ვალტერ საბატინი უკვე დაუკავშირდა "ლესტერის" წარმომადგენლებს და მაჰრეზის შესაძლო ტრანსფერზე დაელაპარაკა.

- რიად მაჰრეზი "რომაში" გადასვლის სურვილს საჯაროდ აფიქსირებს

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჯერ ჩანასახის პროცესშია და "ინტერს" შეუძლია, მშვიდად აწარმოოს მოლაპარაკებები. მით უმეტეს, მაჰრეზის თაობაზე "ლესტერს" სხვა შეთავაზებები არ აქვს. ოღონდ, აქ ერთი მომენტიცაა - თუ "ნერაძური" ანტონიო კანდრევას "ჩელსიში" გაყიდის, აი მაშინ კი, "მელიებზე" ზეწოლა, ალბათ, გაიზრდება.

ამასობაში, საინტერესოა, რა ხდება ემრე მორის ფრონტზე? ცნობილია, რომ "დორტმუნდის" თურქი "ვინგერი" ძალიან ახლოს იყო (და ალბათ არის კიდეც) "ინტერთან" და ეს ფეხბურთელის აგენტმაც დაადასტურა. მაგრამ საბატინი რაღაც გაუგებარ "შეფერხებებზე" ალაპარაკდა.

საწინააღმდეგოს ამტკიცებს "გაძეტა დელო სპორტი". პირიქითო, - წერს პოპულარული გამოცემა - "ინტერმა" და "დორტმუნდმა" 2-წლიან იჯარაზე მოილაპარაკეს და, პლუს ამას, მილანურმა გრანდმა ტრანსფერის 15 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლებაც დაიბევაო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული
სერია A
#
გუნდი
1
იუვენტუსი
0
0
0
0
0
0
2
კალიარი
0
0
0
0
0
0
3
ნაპოლი
0
0
0
0
0
0
4
ვერონა
0
0
0
0
0
0
5
ატლანტა
0
0
0
0
0
0
6
ინტერი
0
0
0
0
0
0
7
ბოლონია
0
0
0
0
0
0
8
კროტონე
0
0
0
0
0
0
9
მილანი
0
0
0
0
0
0
10
რომა
0
0
0
0
0
0
11
ფიორენტინა
0
0
0
0
0
0
12
ლაციო
0
0
0
0
0
0
13
სპალ
0
0
0
0
0
0
14
სამპდორია
0
0
0
0
0
0
15
ბენევენტო
0
0
0
0
0
0
16
სასუოლო
0
0
0
0
0
0
17
ჯენოა
0
0
0
0
0
0
18
უდინეზე
0
0
0
0
0
0
19
კიევო
0
0
0
0
0
0
20
ტორინო
0
0
0
0
0
0