ბუნდესლიგა, ჰოლანდია თუ ესპანეთი - საით წავა გიორგი არაბიძე

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარმა" გიორგი არაბიძე უკრაინის პრემიერლიგის 2017/18 წლების სეზონის განაცხადში შეიყვანა. "შახტარის" აკადემიის ახალმა ხელმძღვანელმა ხორხე რაფომ 19 წლის შემტევის პირველ გუნდში დაწინაურების სურვილზე ისაუბრა, მაგრამ თავად ფეხბურთელმა დაადასტურა, რომ დონეცკური გუნდიდან მიდის და დღემდე უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას.

არაბიძით მოსკოვის "ლოკომოტივის" დაინტერესების შესახებ გულშემატკივარმა "ლელოდან" შეიტყო, მაგრამ გიორგიმ რუსეთში გადასვლა არ ისურვა. ახლახან კი უკრაინული ინტერნეტგამოცემა "სპორტანალიტიკი" ამტკიდებდა, თითქოს, საქართველოს ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე კარიერას ლვოვის "კარპატიში" გააგრძელებდა. ამაზე არაბიძეს მკვეთრი რეაქცია ჰქონდა - რა თქმა უნდა, იქ არ გადავდივარო!..

შეგახსენებთ, რომ უეფამ არაბიძე საქართველოში გამართულ ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის "10 აღმოჩენას" შორის დაასახელა. ასეთი სტატუსის მქონე მოთამაშეებზე სელექციონერები უმალვე აქტიურდებიან.

დავინტერესდით და დავუკავშირდით მენეჯერ მიხეილ მეტრეველს, რომელიც არაბიძესთან დაახლოებული პირია.

"გიორგი ამჟამად "შახტარში" ვარჯიშობს. რუსული კლუბების გარდა, მის მიმართ სერიოზულ ინტერესს იჩენენ გერმანიის ბუნდესლიგის, ჰოლანდიისა და ესპანეთის კლუბები. წესით, საკითხი სექტემბრის დასაწყისამდე უნდა გადაწყდეს.

დაახლოებით
You must have Flash Player installed in order to see this player.
ვიცი, რომელია უფრო რეალური ვარიანტი, მაგრამ გუნდის დასახელებას არ ვიჩქარებ. ჯერ მაინც რთულია იმის თქმა, რა და როგორ იქნება და რა შეიძლება მოლაპარაკებისას შეიცვალოს.

მაგრამ იმის თქმა დანამდვილებით შემიძლია, რომ "კარპატიში" იჯარით გადასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია აბსოლუტური ტყუილია. თუ გიორგი უკრაინაში დარჩება, მხოლოდ "შახტარში" ითამაშებს", - ამბობს მეტრეველი.

მას საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრებზეც ვკითხეთ:

"ყველაზე მეტად გიორგი ჩაკვეტაძე მომეწონა. მას აქვს შანსი, კარგ ევროპულ კლუბში გადავიდეს. უბრალოდ, არ ვიცი, როგორი ხასიათის ბიჭია - ხომ არ აქვს "ვარსკვლავური ავადმყოფობა"? უყვარს თუ არა ვარჯიშებზე ბოლომდე დახარჯვა?.. მითხრეს, რომ მსგავსი არაფერი სჭირს. თუ ეს სიმართლეა, მაშინ დიდი ფეხბურთი რომ ითამაშოს, საამისო თვისებებით ღმერთმა ნამდვილად დააჯილდოვა.

ძალიან მომეწონა გიორგი კუციაც. ათლეტურობა სჭირდება და შრომა, თორემ სხვა საჭირო მონაცემები ნამდვილად აქვს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
ბუნდესლიგაში რომ წაიყვანონ კარგი იქნება! იქ ასწავლიან სწრაფ ფეხბურთს და გადააჩვევენ ტემპის დაგდებას!(საიდან აქვს ასეთ პერსპექტიულ ბავშვს ეს?)ამას უნდა გადაეჩვიოს,წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯდეს და კენწლოს ან ტაჯიკეთში ითამაშოს! ასე იკარგებიან "სავარსკვლავოდ" გამზადებული ბავშვები,არ იჯერებენ სხვის აზრს!
bueehheee
12 აგვისტო 2017 11:10
0
ბუნდესლიგას ვერ გაქაჩავს დაიკარგება მანდ და აი ჰოლანდია იდეალური ვარინტია იქ გაიზრდება უპრო კარგად
achi
11 აგვისტო 2017 10:50
0
არსაით არ წავა არაბიძე,თავსგასული უზრდელი შანტაჟისტი ეგოისტი ღლაპი!ყცელაზე უწესო ქართველი ფეხბურთელია ვინც კი გვყოლია საქართველოს!
გრიშა
11 აგვისტო 2017 08:33
3
Shen ise laparakob iseti gabrazebit titkos arabidzem rame cusi gagiketa. Ertoba cxovrebashi magrad ar gimartlebs da boroti gaxdi sirkvebi shearchia girchev!!
kaxa
11 აგვისტო 2017 10:10
0
ერთი შეხედვით გიორგი ძალიან სერიოზულად ეკიდება თავის საქმეს. არც მონდომება აკლია და არც ტალანტი. ყველა მონაცემი აქვს იმისთვის ,რომ ითამაშოს წარმატებით დიდ გუნდში. მთავარია ამ ეტაპზე სწორი არჩევანი გააკეთოს. სამშობლოს მოყვარე ბიჭია. ეს კი დიდად წაადგება ჩვენს ნაკრებს. უსურვებ მრავალ წარმატებებს კარიერაში და პირად ცხოვრებაში
მერაბ1970
11 აგვისტო 2017 07:42
0
ნუ ითარსებით რა. ბუნდესლიგა თუ გამოვიდა კარგი იქნება.
წარმატებები გიო!
Jeko
11 აგვისტო 2017 04:39
0
რა გბოღმავთ ხალხო,რამე კარგი თქვით
vax-vax
10 აგვისტო 2017 20:39
0
ეეეჰ ეგეც სულ მალე დაიკარგება ვატყობ
გიგა
10 აგვისტო 2017 18:35
1
სექტემბერში უკვე ვიცი რაც მოხდება დაიწერება არაბიძეს პირობები არ მოეწონა და ამიტომ შახტარში დარჩენა გადაწყვიტა...
effe
10 აგვისტო 2017 15:13
1
ბოლოს ურალში აღმოჩნდება ...
data
10 აგვისტო 2017 14:54
1
ბოლოს ყაზახეთში არ აღმოჩნდეს ესეც...
ფეოლა
10 აგვისტო 2017 14:51
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სიახლეები პოპულარული