საბა კვირკველია რუსეთში V ტურის საუკეთესო ფეხბურთელობის მთავარი კანდიდატია

AutoSharing Option
პოპულარული რუსული სპორტული პორტალი Чемпионат-ი გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად პრემიერლიგის ყოველი ტურის საუკეთესო ფეხბურთელს ასახელებს.

ექსპერტებმა, ჟურნალისტებმა და საფეხბურთო ლიგის წარმომადგენლებმა მე-5 ტურის შემდეგ ქომაგებს სამი კანდიდატურა შესთავაზეს, რომელთა შორის მოსკოვის "ლოკომოტივის" ქართველი ცენტრბეკი საბა კვირკველია ლიდერობს, რომელმაც ყაზანში "რუბინს" ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ ანგარიშის გამათანაბრებელი გოლი გაუტანა.

გამოკითხვაში - "გამოავლინე ტურის საუკეთესო ფეხბურთელი", სოციალური ქსელის, "კონტაქტის" მომხმარებლებიც მონაწილეობენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული