გიორგი ლორიამ ვარჯიში "კრილიასთან" ერთად განაახლა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების და სამარის "კრილია სოვეტოვის" მეკარე გიორგი ლორიამ, რომელმაც ამ ზაფხულს გერმანულ კლინიკაში ხელზე ოპერაცია გაიკეთა, ხანგრძლივი იძულებითი უქმობის შემდეგ პირველად ივარჯიშა.

ლორია რუსეთის პირველი დივიზიონის გუნდს ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა, ახლახან კი წვრთნაშიც მიიღო მონაწილეობა.

"კრილია სოვეტოვი", რომელიც 7 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის სათავეშია, 13 აგვისტოს სანკტ-პეტერბურგის "დინამოს" უმასპინძლებს. 31 წლის ქართველი მეკარის მოედანზე გამოსვლას ჯერჯერობით არ უნდა ველოდეთ.
a chkviani kaci, mixvda rom chelsi ar gamovidoda da tbilisis dinamoshi dabrunas, rusetis meore liga archia.)))))))
dato
17:34 11-08-2017
0
სიახლეები პოპულარული