[ოთხშაბათის საკითხავი] ჩვენი ბრალია?

AutoSharing Option
ქართული ფეხბურთი დღეს არნახულადაა დაკნინებული: გნებავთ - საკლუბო და გნებავთ - სანაკრებო დონეზე. ვინ არის დამნაშავე? კითხვა აქტუალური და ლოგიკურია.

დღეს ჩვენს საფეხბურთო თემში ძალიან პოპულარულია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ყველაფერში დამნაშავეები ჟურნალისტები ვართ. რაოდენ სამწუხაროა, რომ ამ მოსაზრებას ჩვენი კლუბების არაერთი ხელმძღვანელიც იზიარებს და გვინდა თუ არა, ამ ნააზრევის გავრცელება ხდება ხალხშიც. იქნებ ბევრი გულშემატკივარიც ასე ფიქრობდეს...

ხმა ღვთისა და ხმა ერისაო, ნათქვამია. ჩვენ ვერაფრით გავექცევით იმ პასუხისმგებლობას, რომელსაც ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობა აკისრებს მასში მოღვაწე და მოტრიალე თითოეულ ადამიანს, მაგრამ ვერც იმას დავიჯერებ, თითქოს ყველაფერი ჩვენი ბრალი იყოს და ჩვენი ფეხბურთის დაქცევა-დაჩაჩანაკება სათავეს ჟურნალისტებიდან იღებდეს.

თუნდაც, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი რომ ავიღოთ, ჩემი აზრით, დღეს ჩვენში ქვეყნის პირველობა იმაზე უკეთ შუქდება, ვიდრე ამ ჩემპიონატში ფეხბურთს თამაშობენ. ჩვენი ბრალი, ალბათ, ის არის, ხშირად ცოტა ზედმეტი რომ მოგვდის, რომ ვცდილობთ, სიტუაცია შედარებით ნათელ ფერებში დავანახვოთ ხალხს... თუმცა ცხადია, კრიტიკასაც არ ვივიწყებთ...

ეჭვგარეშეა: არის მთელი რიგი თამაშებისა საქართველოს ჩემპიონატში, პირუთვნელად რომ აღწერო ყველაფერი, ყველაფერს რომ თავისი სახელი დაარქვა, სტადიონზე ამდენი მაყურებელიც აღარ ივლის. ალბათ, ეს ჩვენი ბრალია - სიმართლე ერთია და ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას.

ჩვენი ბრალია ისიც, რომ მხოლოდ ნაწილობრივ ხდება ქართულ ფეხბურთს მიტმასნილი უამრავი ხორცმეტის მხილება. არადა, მათ ისე შეჭამეს ქართული ფეხბურთი, როგორც მუმლმა მუხა და ფილოქსერამ - ვენახი.

ჩვენი ბრალია, ალბათ, ისიც, რომ დღეს არაერთ ქართველ ფეხბურთელს საკუთარ თავზე გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს. თავი მესი და რონალდო თუ არა, გრიზმანი და რიბერი მაინც ჰგონია. არადა, გამოჩნდება ვინმე - სხვაზე
You must have Flash Player installed in order to see this player.
ოდნავ უკეთესი, დიდი სიხარულიც გვიპყრობს, მაგრამ ზომიერების გრძნობას რომ არ ეღალატება, ეს კი გვავიწყდება.

ქართული საფეხბურთო თემი პატარაა. ყველა ყველას იცნობს, ყველა ყველას ყოველდღე ხვდება. ჩვენი ბრალია დასტურ ისიც, რომ ყოველთვის ყველაფერს ბოლომდე არ ვეძიებით. არ ვწირავთ ადამიანებს და ხშირად ნახევარ სიმართლეს ვამბობთ. არადა, სხვანაირად რომ მოვიქცეთ, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ქართულ ფეხბურთში დასაქმებული ადამიანების ნახევარს თავი არ გამოეყოფოდა...

იქნებ ჩვენი ბრალია ისიც, რომ ქართული კლუბების აბსოლუტურ უმრავლესობას საერთო არაფერი აქვს ევროპულ გეზთან, ჩვენი მწვრთნელებისა თუ ხელმძღვანელების დიდი ნაწილი გაურკვევლობაშია და ბოლომდე თვითონ არ იცის, რა უნდა ფეხბურთში; რომ ჩვენი სტადიონები ყველაფერს ჰგავს,  სტადიონების გარდა; რომ საქართველოში ფეხბურთი თანდათან კარგავს სპორტის ფლაგმანის მისიას, რომ ჩვენმა ნაკრებმა როდის მოიგო ბოლო ოფიციალური თამაში, კარგად აღარც გვახსოვს...

კიდევ ბევრი "რომ" და კიდევ ბევრი "იქნებ" შეიძლება ვახსენოთ, მაგრამ საჭირო აღარ არის.

დღეს, როცა ქართული ფეხბურთის ყოველდღიურ ყოფაში მილიონი ნაკლია, თავის წილ პასუხისმგებლობას ვერც ჩვენი ამქარი ასცდება, მაგრამ უნდა დაიწეროს ერთმნიშვნელოვნად: დღევანდელ ქართულ ფეხბურთში თუ რომელიმე სეგმენტი არის სუფთა და გაუსვრელი, თუ შეიძლება, ვინმეს იმედი გვქონდეს უკეთესობისთვის ბრძოლაში (და ეს დიდი ომი აუცილებლად გადასახდელია), თუ სადმე არის რესურსი, რომელსაც სჭირდება ამოქმედება, ეს უდავოდ ჟურნალისტები არიან.

იმაშიც ბოლომდე ვარ დარწმუნებული, რომ მცირე უკეთესობა, მცირე წინსვლა და ჩვენი ნიჭი და უნარი სულ სხვანაირად წარმოჩნდება. სხვა საქმეა, რომ ჟურნალისტი უშუალოდ ვერ განაპირობებს ამ პროგრესს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მას არანაირი ბერკეტი არ უპყრია ხელთ.

ჩვენი საქმე და საკეთებელი უკეთესად მაშინ კეთდება და ჩანს, როცა საფეხბურთო მექანიზმი გამართულად მუშაობს. დღეს კი ბევრისთვის მთავარ დამნაშავედ მაინც ჟურნალისტი რჩება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
აუცილებელია საზოგადოებრივი განწყობის ცვლიება! თუ იცით ეს რას ნიშნავს კიდევაც გააკეტებთ!ამის შემდეგ სიმართლის წერა აღარ შეგეშინდებათ.
შოკირებული გულშემატკივარი
16:46 17-08-2017
0
კომენტატორებო მოეშვით ტრანსლიაციის დროს ბაზრობას და თქვენი ვერსიების გადმოცემას,ნუ უსწრებთ მოვლენებს, მიჰყეთ თამაშის მსვლელობა და ნუ გვიშლით სხვა ბაზრობებით ნერვებს. ასევე სპორცმენების ზედმეტი სახელებით მოხსენიებას: ,,მანჩო"" ,,მარკო" ,,დემე" და ა.შ. ვითომ ამით რა მათთან ახლო ხართ??ეს, რომ იცოდეთ ჩვენ სულ ერთ ადგილზე გვკიდია, ჩვენ ტრანსლიაციის ყურება გვინდა და არა თქვენი სულელური აზრების მოსმენა. არ დაბლოკოთ გთხოვთ.
კოტე
12:48 17-08-2017
0
ბიძიკო ფეხბურთი გიჭირთ ხვალ ან ზეგ ვისი ყურმოჭრილი მონა გახდები ის არ იცი და ფეხბურთზე გაიძახით? სხვა სახეობებში ხომ სხლავთ აპააააააააააა
ebbe sandi
15:19 15-08-2017
0
ქართულ ფეხბურთში იმდენი პრობლემაა 24 საათიანი მუშაობაა საჭირო! ქვეყანაში იმდენი პრობლემაა თითოეულ პარლამენტარს დღედაღამ მუშაობა მართებს!გთხოვთ ჟურნალისტებს,დაუსვით შეკითხვა კობიაშვილს,რომელს აკეთებს (ჩვენი ფულებით) უფრო უკეთესად?
თენგო
15:26 12-08-2017
0
რაც დღეს ქართულ ფეხბურთში ხდება ეს არის საპირისპირო იმისა რაც უნდა ხდებოდეს სინამდვილეში, საფეხბურთო აკადემიებში მოიყვანეს მწვრთნელები რომლებსაც არ აინტერესებთ გაზარდონკარგი ფეხბურთელები, ერთმა საქვეყნოდ ცნობილმა საფეხბურთო სკოლის დირექტორისთვის შეუთავაზებიათ კარგი ბავშვი , გამოზარდე და გაყიდეო, მას უპასუხნია, მომაშორე ძმაო ეგ ბავშვი მე მის გაზრდას ველოდოო, დღეს მომცესო ფული ამ ბავშვის მშობელმა და გავზრდიო, ფეხბურთელადო!
giorgi
13:06 12-08-2017
0
გლეხი ჯერ მიწას ხნავს,მერე თესავს და ბოლოს იღებს მოსავალს! უკუღმა რომ შეატრიალოს,ვერაფერსაც ვერ მიიღებს. შე კაიდედმამისშვილო,აიყვანე უფასოდ უფულო ბავშვი,რომელსაც სასწაული მონაცემები აქვს და გაზარდე,დააყენე და ბოლოს გაყიდე. ასეთი ფეხბურთელი ნაკრებშიც გამოგადგება და კლუბშიც.აბა რომ მოგიყვანია მაყუთიანის გაქსუებული ბოხოლა ბავშვი და დასტრიალებ საახალწლო გოჭივით "ხოხოხოხო რა ხორცებს დაყრის,როგორ გაიყიდებაო" რა გამოვა აქედან? ის ხომ ნამდვილი ფეხბურთელის ადგილს აფუჭებს?ყველა მწვრთნელს ეს არ ეხება,მაგრამ 90% ნამდვილად!
დაკა
11:30 10-08-2017
0
ამ სტატის ავტორი მართლა ჟურნალისტურად გადმოგვცემს,მაგრამ იმ ძალათი ჟურნალისტებს და კომენტატორებს რა ეშველებათ?არანაირი პროფესიონალიზმი არა აქვთ და მათი აზრით არ სჭირდებათ!ფეხბურთელებს რაც შეეხება ერთი სიტყვით ვიტყვი:ვოლკოვის პირველი გოლი იუცხოვა ქართველმა მაყურებელმა!ეს გოლი თავდადებული ფეხბურთელის გოლი იყო,არადა აჩვენებენ ვიღაცის პენალს,ვიღაცის მოტყუებას,ვიღაცის დებილურ გოლებს და ასეთ გოლზე არავითარი გამოხმაურება!ეს ბიჭი სანაკრებოა,მაგრამ "არ სჭირდებათ"!მართალია სტატიის ავტორი,როცა ამბობს:"ყველაფერი რომ აღვწერო,დარჩენილი მაყურებელიც აღარ ივლის"-ო"! საჩქაროა მკაცრი ხელი,მაგრამ ყველამ შავი ფული შეიყვარა და არა ფეხბურთი.
ირაკლი და ..............
11:13 10-08-2017
0
ჟურნალისტები ფაქტებს კი არ ეყრდნობით ჭორაობის დონეზე წერთ, ან სულაც ტყილს წერთ თითქოს საქართველო დიდი ქვეყანაა და რაიმეს გადამოწმება რთულია, გააღებ შე დალოცვილო აღმოსავლეთით ფანჯარას და წითელ ხიდს დაინახავ თუ დასავლეთისას გაარებ შეიძლება შავ ზღვაში გადავარდე. მერე კიდევ ადრე სულ არ იყო ახლა ხომ უფასოდ ხმლებივით იქნევთ მობილურებს რა რთულია ფაქტების გადამოწმება? კომუნისტების დროს გაზეთში რომ დაიბეჭდებოდა რაიმე ამბავი,ის ისეთი სიმართლე იყო სანაძლეოს დადებდი კაცი და მოიგებდი კიდეც, ახლა სანაძლეოს კი არა მკითხაობ ნეტა თუ მართალიაო.
კოტე
15:18 09-08-2017
0
გარდა ჟურნალისტებისა, ნერვებ მომშლელია კომენტატორების ამა თუ იმ მატჩის კომენტირება, სულ ერთია ვინ თამაშობს დაიწყებენ ერთმანეთში ბაზარს, გუნდებისა და მოთამაშეების შემოკლებით სახელებით მოხსენიებას, მიედ მოედებიან ესა თუ ის ფეხბურთელი სად, როგორ და როდის თამაშობდა და.ა.შ. შემდეგ დარაატყა კი არა ,,გაისროლა" რა თოფია. მეკარემ კი არ აუიღო თურმე ,,სეივი"გაუკეთებია, ,,მუნდიალი" და კიდევ რაღაც სისულელეები, თამაშის დაწყებისას ცალკეული ფეხბურთელის ქება დიდება და ამდროს გუნდი უკვე 3:0-ს აგებს, მინდა ტელევიზორს ჩაუწიო, რომ მათი ხმა არ ისმოდეს მარა სტადიონის ხმაც იკარგება და ფეხბურთი სტადიონის ხმაურის გარეშე რა თამაშია. ჩემი თხოვნაა იქნებ თითო ტაიმი თითო წამყვანმა წაიყვანოს, რომ ერთმანეთში გაუთავებლად აღარ იბაზრონ.
დათო
14:43 09-08-2017
0
კი თქვენი ბრალია!

მიყევით პირველი და უმაღლესი ლიგის გუნდებს სათითაოდ. როგორ იღებენ ფეხბურთელებს და რა კორუფციულ-ნათესაურ-ძმაკაცური გარიგებებით, სად რას და რატო ხარჯავენ და რამდენადაა მიზანშეწონილი ეს დანახარჯები, გვარებით სახელებით და სურათებით! ხო იცით ისედაც კომპიუტერიდან ადგომაც არ მოგიწევთ.
ნაკრებზე - რა პრინციპით და ვისი რეკომენდაციით ინიშნება/იხსნება მწვრთვნელები, სად და რატო იხარჯება ფული.
თემები:
ფედერაციის თანამშრომლები და მათი ნათესავ-ძმაკაცები ქართულ ფეხბურთში. ბივში ფუტბალისტების ხელ-ფეხი და გავლენის სფეროები. სად მიდიან აკადემია გავლილი ბავშვები და როგორ ხდება მათი გუნდებში "სინჯები". მილიონი თემაა კიდე რა და მიხედეთ
1
ფეხბურთი, მედიცინა და მშენებლობა.
3 მიმართულება სადაც მუდმივად იყო და არის კორუფცია.
სანამ ხელი ხელს ბანს ფსიქოლოგია იქნება, მანამდე იქნება ჩასვრილი ეგ ყველაფერი.
მართალ კაცს ინტრიგანს უძახით და მერე წუწუნებთ ქაქში რატომ ვართო.
ზურა
16:24 02-08-2017
0
ეგ ყველაზე დიდი სისულელოე იყო დინამო რომ საბჭოტა კავშირის ჩემპიონატიდან გამოვიდა, დამოუკიდებლობის გამოცხადება რასხ უსჰლიდა ხელს დინამოს ზლიერ ჩემიპონატში თამაშს, მაგრამ ვიღაცეების ანგარებიდან გამომდინარე მოხდა ეგ, ფეხბურთის გამოყოფიტ ვიღაცეებმა თავისი საქმეები გაიკეთეს და სარგებელიც ნახეს, ამას მიყვა მალევე ცნბოლი საფხებურთო სკოლებსი მიზანმიმართული დაშლა და განადგურება და თავისი ახალი სკოლებსი გაკეთება , რომლებიც ახლოს ვერ მივლენ ყოფილ საფეხბურთო სკოლებთან... ახლანდელ ცხრამეტწლამდების ნაკრებში რამდენიმე ,,საბურთალოს" ფეხბურთელი იყო მიწვეული, სინამდვილეში ეს ფეხბურთელები ისევ 35 საფეხბურთო კოსლის აღხრდილები იყვნენ... და დღეს რაც ხდება ქართულ ფეხბურთში ყველაფერი პირადი სარგებლიდან გამომდინარე ხდება დაა არა ქართული ფეხბურთის სასიკეთოდ, ეს პროგრამაც მაგარი სისულელეა და ვიღაცეებისთვის შეიქმნა ...
ჰოო
16:22 02-08-2017
0
90-იანი წლების დასაწყისში როცა ქართული ფეხბურთი ეროვნულ საქმეს გვერდით დაუდგა, სწორედ მაქედან დაიწყო მეთოდურად და მიზანმიმართულად მისი ნგრევა. მტერმა შესანიშნავად იცოდა თუ რა გამაერთიანებელი ძალა ქონდა ქვეყნისათვის სპორტის ამ სახეობას.
ზურაბ
16:01 02-08-2017
0
ძმაკაცებს არ აწყენინოთ და ქართული ფეხბურთი საბოლოოდ განადგურდება!
შოკირებული გულშემატკივარი
12:35 02-08-2017
0
ყველაზე მაგარი ჟურნალისტები ხართ. თქვენ გტკივათ და გიყვართ ყველაზე მეტად ქართული ფეხბურთი.
ოპააა...
12:23 02-08-2017
1
კრიტიკულ კომენტარებსაცკი არ აქვეყნებთ რაღაა სალაპარაკო
ალექსანდრე უბირია
12:12 02-08-2017
0
რაც თქვენი ბრალია, ამ სტატიაში ყველაფერი წერია! რასაც თქვენ ჟურნალისტები ხედავთ და იცით ის გულშემატკივრების უმეტესობამაც იცის და თქვენი(ჟურნალისტების)დუმილი ეჭვს იწვევს ხოლმე... ან თუნდაც ვიღაც სადღაც წელიწადში ერთხელ აუტს მოაწვდის და სამი დღე მაგაზე წერთ (იმიტომაც ჰგონიათ თავი მესები და ნეიმარები ამ ჭ კლასის ფეხბურთელებს)... ხო კიდევ თქვენ წერდით ბატონო ალეკო ამ წოტა ხნის წინ რომ ყენია საქართველოს ჩემპიონატს დაამშვენებსო)) და მაინტერესებს მართლა ასე ფიქრობთ თუ..,?
0
პროფესიონალიზმი აკლია ყველას. ჯურნალისტს,ფეხბურთელს,მწვრთნელს თუ მენეჯერს. ერთი სიტყვით არაპროფესიონალიზმის და სიღატაკის ბრალია ჩემი აზრით!
ალექსანდრე უბირია
11:34 02-08-2017
0
დაწერეთ და ის უნიათო ადამიანები ვინც არიან ქართულ ფეხბურთში ჩამოაშორეთ, ამასწინათ დავწერე ერთ მასეთ მწვრთნელზე ფაქტიც დავწერე და არ გამოაქვეყნეთ, თქვენ დამნაშავე იმაში ხართ რომ ამ ადამიანებს არ ამხელთ, ისენი ღუპავენ ქართულ ფეხბურთს და თქვენ ამაში ხელს უწყობთ თქვენი უმოქმედობით. ვინმემ დაწეროს სიმართლე და ვიღაცა აუცილებლად გამოჩნდება ვინც ხელს გაანძრევს და მოგვაშორებს ამ ფულისმჭამელ ღორებს.
სიმართლე
11:24 02-08-2017
0
კარგს რომ კარგი არ დავარქვა,ავს რა ვუთხრა,მე სახელად,ვინც არ არის კახაბერი,მე ვერ ვიტყვი კახაბერად.
დავით გურამიშვილმა ჯერ კიდევ როდის ჩამოაყალიბა ჟურნალისტის კოდექსი,როცა ჟურნალ გაზეთების იდეაც კი არ არსებობდა,თქვენს 99 პროცენტს კი ალბათ არც გაუგია და არც იცავს ამ პრინციპს.ჰო,არის კიდევ,ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა,ზოგჯერ თქმითაც დაშავდებისო,მაგრამ 80 -ანი წლებიდან რომ სულ უკან მივგივართ და დაშავდა კი არა მოისპო ფეხბურთი,ხომ უნდა მიხვდე რომ უთქმელობა აღარ შეიძლება.თუ ფეხბურთში მოღვაწე ხალხის ნახევარი(თქვენი სიტყვების მიხედვით)მაინც სუფთაა,ესე იგი საქმის გამოსწორების რესურსი საკმარისზე მეტიც ყოფილა და ამოიღეთ ხმა,თქვე დალოცვილებო,ჩამოშორდნენ ფეხბურთს ყველა მიტმასნილი და როცა ჰაერი გაიწმინდება,ორგანიზმი აუცილებლად გაჯანსაღდება.გულშემატკივარი ბევრ რამეს ეჭვობს,მაგრამ საკმაო არც ინფორმაცია აქვს და არც ძალა.ფედერაცია შეიძლება ბევრი რამე იცის,მაგრამ რაღაც ვალდებულებების გამო ყველაფერს ვერც იტყვის,ვერც იზავს და ვერც აღმოფხვრის,იმის გამო რომ ეს ჭია შიგნიდან ხრავს და სურათს უმახინჯებს.ჟურნალისტების გილდია კი თავისაუფალია, თავისი არსით ისინი მოდარაჯე ძაღლის ფუნქციას უნდა ასრულებდნენ და დიდ წილად მათზეა დამოკიდებული,რამდენად გადარჩებიან ეს ჩრჩილები ფეხბურთის სკაში.ამიტომ ამოიღეთ ხმა,თქვით სიმართლე,ნაცვლად ნახევრად სიმართლისა,აიძულეთ გაიწმინდოს საფეხბურთო ატმოსფერო და მაშინ გულშემატკივარი თქვენს ღვაწლსაც ღირსეულად დააფასებს.
სოსო
11:07 02-08-2017
0
Liga3 is damaged rato stain ahukebs
Java nadiradze
10:51 02-08-2017
0
სომხურ ვოტგნდაკ-ზე,რუსულ ნაგამიაჩ-
ზე გსმენიათ რამე? არა რა თქმა უნდა
ყველგან ფუტბოლი ჰქვია.
ასე რომ ქართული ფუტბოლია
დაკნინებული და არა ფეხბურთი.
ბურთით თამაშს ბურთაობა ჰქვია.
ქართული ლელოა, ჩვენ კი სხვისი
ყანის თოხნას ნუ გადავყვებით, მაშინ
როდესაც საკუთარი ყანა სადა გვაქვს
არც კი გვაინტერესებს.
ბრიტანელები იდიოტები იყვნენ
ლელოს მაგვარი თამაში 2 თამაშად,
რომ დაშალეს? ე.ი. 150 წლით ჩამოვრჩებით ბრიტანელებს თუ მათზე
მეტი კონსერვატორები ვართ?
მიზეზი დაკნინების კომლექსურია დაწყებული ფიფა-დან და იმით
დამთავრებული რომ მძლეოსნობაა
90%, ჩვენ კი მძლეოსნობაში არც ისეთი ნიჭიერები ვართ, როგორც
იმპროვიზაციაში.
ვეტერანი
10:47 02-08-2017
1
ჟურნალისტებმა უნდა თქვათ სათქმელი ბოლომდე.დღეს საქართველოში ფეხბურთი არის კარიკატურის დონეზე.გუნდების დიდ უმრავლესობას არ გააჩნია საკუთარი სტადიონი,ბაზა,ტრანსპორტი და საკუთარი სკამი დასაჯდომი.რომელ ფეხბურთის განვითარებაზეა საუბარი როცა გუნდები მომთაბარე ბოშებივით დადიან სხვადასხვა სტადიონებზე სათამაშოდ?ან ეს სახელმწიფოს დახმარება სად იხარჯება და ვინ იჯიბავს კაცმა არ იცის.ფეხბურთელები და მწვრთნელები დადიან გუნდიდან გუნდში სადაც 100 ლარით მეტს გადაუხდიან იქ.სად გაგონილა ყოველ 3 თვეში ახალი გუნდის გაკეთება?ძალიან ბებრი პრობლემაა და გვინდა ყარაბაღი დავამარცხოთ და სხვები მაგრამ ეს არ და ვერ მოხდება იმ ზემოჩამოთვლილი პრობლემების ჰამო.
გოჩა
10:41 02-08-2017
0
საქართველოში საერთოდ ანალიტიკა და კრიტიკა სპორტულ ჟურნალისტიკაში ხდება?
მეზარბაზნე
10:31 02-08-2017
0
ქართული ფეხბურთის ასეთი მდგომარეობა არაპროფესიონალიზმის და საქმისადმი გულგრილად მიდგომის ბრალია!!! ჟურნალისტების შემთხვევაშიც იგივეა და საერთოდ ეს ზოგადად ქვეყნის პრობლემაა!!მხოლოდ ფულის საკეთებლად მოდიან(ყველგან,რომელი სფეროც გინდა იყოს)და არა ისეთი საქმის გასაკეთებლად რომელიც წაადგება ქვეყანას და ერს
0
მაგ გაგებით მართლა თქვენი ბრალია. უნდა დაიწეროს სიმართლე და არა შელამაზებული სტატიები. ამხილეთ და გააკრიტიკეთ ვინც საჭიროა, ესაა თქვენი პროფესია და არა მეხოტბეობა.
მეზარბაზნე
10:30 02-08-2017
0
რა ფეხბურთიც გვაქვს, ისეთი ჯურნალისტები ხართ და უარესიც, ბევრი თქვენგანი!!!
გიორგი
10:13 02-08-2017
0
ამხილეთ მერე, დაწერეთ რაც რეალობაა, მოსაშორებელი აიძულეთ რომ მოშორდეს, ოღონდ ფაქტებით დაწერეთ და არა ჭორის დონეზე
dave
10:03 02-08-2017
0
ყველაზე ცუდი ზუსტად ნახევრად სიმართლის თქმაა და ეგ ნამდვილად თქვენი ბრალია, ჩვენში რო დარჩეს. ზურაბიშვილს გადაცემა შემომეყურა პირველ არხზე... ღირსეული წინაპრების ღირსეული მემკვიდრე ( ჟურნალისტობას ვგულისხმობ და არა ოჯახს ) - ერთი კრიტიკული კითხვაც კი არ გაჩენია...
ელგუჯა
10:00 02-08-2017
0
სიახლეები პოპულარული