ქერა ბიჭი ბეწვის ხიდზე - გიორგი ჩაკვეტაძემ ეს უნდა იცოდეს!

AutoSharing Option
გინდა თუ არა, ჟურნალისტი მივლინებებში იზრდება. იქ სულ სხვანაირი ურთიერთობა ყალიბდება შენსა და რესპონდენტს შორის, რომელიც იმ წუთში შენი რესპონდენტი კი არა, თანამგზავრია. კომფორტი და თვითმფრინავი ვის არ უყვარს, მაგრამ ცოდვა გამხელილი სჯობიაო, ნათქვამია და მე უფრო სამარშრუტო ტაქსით, ან ავტობუსით მგზავრობა მირჩევნია. მეტი მოგზაურობა და მეტი დრო უშუალო ურთიერთობისთვის - ვერაფერს იტყვი, შესაშური კომბინაციაა!..

არ დამავიწყდება თბილისის "დინამოს" გასვლითი საევროპალიგო მატჩი აზერბაიჯანში, "გაბალასთან". არ დამავიწყდება თუნდაც იმ ამბების გამო, რაც დატრიალდა სტადიონზე, მაგრამ ეს წერილი ახლა იმ ცუდი მოგონებების გასახსენებლად არ იწერება...

თბილისის "დინამოს" აკადემიის ხელმძღვანელებთან და მწვრთნელებთან ერთად ვიმგზავრეთ როგორც აზერბაიჯანისკენ მიმავალ, ისე უკანა გზაზე და, რა თქმა უნდა, აქეთურიც ვთქვით და იქითურიც. ლაპარაკის ხასიათი, შნო და ლაზათი აზერბაიჯანში მიმავალთ უფრო გვქონდა და მაშინ იყო, ჩემს ძველ მეგობარს, აკადემიის ერთ-ერთ თვალსაჩინო მწვრთნელს რომ ვკითხე - თუ მოდის ვინმე ისეთი, მასზე ბევრი რომ ვილაპარაკოთ, თამაშის დროს ფეხზე რომ წამოგვახტუნოს, ძველი ქართული ფეხბურთის სურნელი რომ გვაგრძნობინოს-მეთქი...

არც დაფიქრებულა, ისე მითხრა - გიორგი ჩაკვეტაძეო. ფეხბურთელი ხომ კარგია და, შენ უნდა ნახო, რა ბიჭია, მისგან ერთ ზედმეტ სიტყვას ვერ გაიგონებო, შრომა მისი მოწოდებააო.

სულ წვრილად დავიმახსოვრე იმ მწვრთნელის ნათქვამი. მით უმეტს, უკვე ნანახი მქონდა ამ ბიჭის თამაში, ოღონდ, მაშინ საგანგებოდ არც დავკვირვებივარ, თუმცა ერთი კი მახსოვს - თვალი მომჭრა პასის კულტურამ - უზადო კულტურამ, რომელიც საშუალო გაქანების ფეხბურთელს არ შეიძლება ჰქონდეს.

მერე და მერე დრო თავისი გზით წავიდა. დღეები ერთმანეთს მიჰყვნენ ნაბდით დაჭედილი ბედაურებივით და თბილისის "დინამოში" ერთხელაც გადაწყვიტეს გუნდის გაახალგაზრდავება.

ვიცი, ამ გეზს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, მაგრამ ჩემი აზრი მაინც უნდა დავწერო: ეს ღირდა თუნდაც იმიტომ, რომ გიორგი ჩაკვეტაძე არ ჩაკარგულიყო ქართულ საფეხბურთო ლაბირინთებში, როგორც სხვა არაერთი ნიჭიერი, რომელთა საფეხბურთო კარიერაც, ცოტა ობიექტური და ბევრი სუბიექტური მიზეზის გამო, ამა თუ იმ კლუბების დუბლშემადგენლობაში დასრულდა...

კარგა ხანია, ლევან ყენიას შემდეგ ქართულ ფეხბურთში არ ყოფილა ამხელა ნიჭის ფეხბურთელი. ყველას თავისი წილი ბედი ან უბედობა დაჰყვება ხოლმე ცხოვრებაში და ძალიან მინდა, გიორგი ჩაკვეტაძე ბედნიერ საფეხბურთო ვარსკვლავზე მოხვდეს, უფრო ბედნიერზე, ვიდრე... თუნდაც - ყენია.

მან უნდა იცოდეს მთავარი: სწორედ ახლა, ეს სტრიქონები რომ იწერება, მის საფეხბურთო ცხოვრებაში დგას ყველაზე საპასუხისმგებლო პერიოდი. როგორ გინდა, ერთ ქართველ მწვრთნელს არ დაეთანხმო, ვისი აზრითაც, 17 წლის ქართველ ფეხბურთელზე არაფერი ითქმის, სანამ ის 20 წლის არ გახდება...

გიორგი ჩაკვეტაძეს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ 20 წლისაც მოწოდების სიმაღლეზე იყოს და 30-საც. და მაინც, ეს ქერა, ჩუმი და მშრომელი
You must have Flash Player installed in order to see this player.
ბიჭი ბეწვის ხიდზე დგას. დგას, რადგან ის მაინც არის ქართველი ფეხბურთელი და სადაც ამ ორ სიტყვას ვხმარობთ, იქვე რისკის დიდი დოზაც უნდა ვიგულისხმოთ.

ზოგადად, ახალგაზრდა, მით უმეტეს, თინეიჯერი ქართველი ფეხბურთელი ძალიან რთული თემაა. ჩვენ ისეთებიც გვახსოვს, უცებ რომ უცვლიათ ზნე და ხასიათი, ერთბაშად რომ შეცვლილან უარესობისკენ და პირველ რიგში საკუთარი თავისთვის უვნიათ.

არადა, დღეს მართლაც ბევრი საცდურია ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელისთვის. ჩემს ბავშვობაში მობილურ ტელეფონზე ოცნებაც არ შეგვეძლო. ახლა გახედავ და 10 წლის ბავშვი უკანასკნელი მოდელის მობილურით დადის. ერთი მხრივ, ეს კარგია. ცხოვრება განვითარდა, წინ წავიდა...

მეორე მხრივ, ფეხბურთელს აქვს ყველანაირი საშუალება იმისთვის, რომ ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდეს ყველაფერი, სანამ ბევრს მიაღწევდეს ფეხბურთში. ის შეიძლება ამით დაკმაყოფილდეს და დადგება თუ არა ეს წამი, მაშინვე იწყება მისი, როგორც ფეხბურთელის კვდომა... აქეთ საყოველთაო პოპულარობა, იქეთ დიდი ყურადღება, პირველი ფულის გემო და... ხდება ის, რაც არ უნდა ხდებოდეს. ერთმა მწვრთნელმა თქვა, ქართველ ფეხბურთელზე - სანამ ის პირველი ფულის გემოს არ გაიგებს, არც აქო და არც აძაგოო.

ვეთანხმები ბოლომდე. და მე ძალიან მიხარია, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ უკვე კარგა ხანია, გაიგო ფულის გემო და მე მის შესახებ ისეთი არაფერი გამიგია, ყურს ცუდად რომ მოხვედროდა...

ზოგადად, დღეს ფეხბურთელმაც უნდა იგრძნოს, რომ ჩვენი ფეხბურთის არნახულად დაკნინების ხანაში მას ცოტა მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება, ვიდრე მაშინ, როცა ყველაფერი კარგადაა. ეკისრება, რადგან მისი როლი უფრო დიდია, მთავარი და საპასუხისმგებლო, ვიდრე მაშინ, როცა ყველაფერი კარგადაა.

მჯერა, გიორგი ჩაკვეტაძე უკვე გრძნობს ამას და შეგნებული აქვს ისიც, რომ მისი კარიერა მხოლოდ მას არ ეკუთვნის. ჩვენ მართლა მოგვენატრა საერთო-სახალხო ფეხბურთელი, რომლის სანახავადაც ხალხი სტადიონზე ივლის და რომელიც ალალ სიხარულს მოგვიტანს - სიხარულს, რომელიც დაგვავიწყებს ჩვენს მძიმე ყოველდღიურობას, მათ შორის - საფეხბურთოსაც.

დიდი, დიდზე დიდი ტვირთია გიორგი ჩაკვეტაძის პატარა მხრებზე და ძალიან მინდა, ყველა ცდუნებას სძლიოს და ითამაშოს ის ფეხბურთი, რომელსაც მისგან ველით. ამით ის თვითონაც მოიგებს და მოიგებს ჩვენი ფეხბურთიც. ჩვენი ჯილდო და მოგება კი ამ ამბავში ის იქნება, რომ როგორც ახლა, მშვიდად და უემოციოდ, სკამებს ვეღარ მიველურსმებით.

ჩვენს ეპოქაში, როცა ქართულ ფეხბურთს აღარ შემორჩა გამოკვეთილი ინდივიდუალისტები, როცა ჩვენი ფეხბურთელების დიდი უმრავლესობა ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით ჰგავს, კიდევ მეტად ვაფასებთ ჩაკვეტაძეს და კიდევ მეტად ვფრთხილობთ, როცა საქმე მის მომავალს ეხება.

ჩვენ მისი იმედი გვაქვს. რა დასამალია და, საქართველოს ჩემპიონატის იმ მატჩებში, "დინამო" რომ თამაშობს, პერსონალურად მის სანახავადაც მივდივართ და...

მას, უბრალოდ, არ აქვს იმის უფლება, რომ გვიმტყუნოს. სხვა დროს და სხვა ვითარებაში, იქნებ ჰქონოდა კიდეც, მაგრამ ახლა ნამდვილად არ აქვს!

გიორგიმ ეს უნდა იცოდეს. ის ისე უნდა მოიქცეს, რომ ჩვენ ყველამ ერთად გავიმარჯვოთ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
საწწრაფოდ უნდა შეიტანონ კონსტიტუციაში,რომ ვინც ფეხბურთს ითამაშებს და იბლატავებს მოედანზე,გაიგზავნება ზლატაუსტის პერესილკაში!
ბაბაჭურა
13:18 13-08-2017
0
აბა ბეწვი?
.......................................
10:49 11-08-2017
0
ფეხბურთელთან ყოველთვის უნდა იმუშაოს ძლიერმა ფსიქოლოგმა,თორემ ჩაეშვებიან ისე,როგორც ქინქლაძე!თუმცა მან მაინც მოასწრო ბევრი რამის დატოვება და სალაპარაკოც აქვს!ეს,მაგალითი უნდა იყოს ყველა ბავშვისთვის.
კოლა
11:53 10-08-2017
0
კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს 20 წლამდე ფეხბურთელები არ გაიყიდოს. აი არაბიძე წავიდა და დუბლებში თამაშობდა უმაღლეს ლიგაში ეთამაშა არ ჯობდა თან ისეთ გუნდში რომელიც ევრო ლიგებზე ითამაშებდა, ნუ ანგრევთ ამ ბავშვების კარიერას წინასწარ ფული აქ არაფერ შუაშია მთავარი საქმისადმი პროფესიულ მიდგომაშია. საკუთარ თავზე უნდა იმუშაონ ახალგაზრდებმა და 20 წლამდე არსად არ წავიდნენ. ჯერ აქ დაამტკიცონ რომ ყველაზე მაგრები არიან და მერე წავიდნენ ახალი გამოწვევების საძიებლად.
roma
13:45 08-08-2017
0
ძალიან კარგი ბიჭია ჩაკვეტაძე უდავოა...ქებამ არ უნდა აწყინოს უდავოა...19 წლამდელების ბოლო თამაშში ჩეხეთთან მეტი შეეძლო და წნეხს ვერ გაუძლო, ალბათ ესეც უდავოა... მე ესეთი კითხვა გამიჩნდა და თუ ვინმეს წაგიკითხავთ ლინკი რომ დადოთ: უცხოეთში, პოტენციური ტალანტები რომ გამოჩნდებიან როგორი სტატიები ეძღვნებათ მათი კარიერის დასაწყისში?
L.E.S
12:01 08-08-2017
0
ზველი ფორმატი დააბრუნეტტტტტტტტტტტტტტტტ
gujaa
19:48 06-08-2017
0
Dizaini sheidzleba gaamjubeso da ufro martivi da tanamedrove gaxado, magram gaureseba gamogividat sinamdvileshi.
Dizaini
15:28 06-08-2017
0
ყველას მოსაწონს ვერასდროს დაწერ, თუმცა ეს არაა მთავარი. მთავარია წეროთ ჩაკვეტაძეზე და სხვა იმ ბიჭებზეც ვინც ეროვნულ ლიგაშია. დაე იგრძნონ ყურადღება, იყოს აჟიოტაჟი. ეს საერთო საქმეს წაადგება. ოღონდ უნდა წეროთ კარგიც და ცუდიც. თუ დაინახავთ რომ ჩაკვეტაძე, მაგალითად თამაშის წინ გალესილი მთვრალია, იმდენი უნდა წეროთ რომ საკუთარი თავის შერცხვეს, თუ ვარჯიშზე ბოლომდე არ დაიხარჯა მადაც მასე, თუ მაგრა ითამაშა უნდა აიყვანოთ ცაში. ვიზედაც არ უნდა წეროთ საერთოდ ეს არიან ის ფეხბურთელები, ვინც ევროპის ჭ ჩემპიონატის ჭ გუნდებში გამოდიან, საერთოდ არ უნდა იყოს საინტერესო არაბულმა გოლი გაიტანა თუ არა. სწორი აქცენტები მერიისგან არის ერთ- ერთი შემადგენელი ჩვენი ფეხბურთის განვითარების
ავტორს
14:05 06-08-2017
0
დაბრუნეთ დზველი დიზაინი ეს რა უბედურება
nodarichi123
13:05 06-08-2017
0
ეხ,რამდენ ქერა და სავტუხა ბიჭს დაუნგრიეს ბეწვის ხიდი როცა ამ ხიდზე გადიოდა, არადა ყენიადან დრემდე უამრავი იყო კიდევ . მაგრამ მოუზომელი ვიციტ ყველაფერი ქარტველებმა და პირადი ინტერესებით ხრლმძღვანელობა.წერაც კი არ მოგინდება ისეთ დონეზე შემაძულეს ფეხბურთი.
სანდრო
07:26 06-08-2017
0
რატომ ვერ ხვდებით ჟურნალისტები, რომ ფეხბურთელს გაფუჭებისკენ ასეთი სტატიებიც უწყობს ხელს? რა გაუკეთებია ჯერ ამ ბიჭს, მასზე ლამის მთელი ერის ხვალინდელი დღე რომ წამოკიდეთ? რამხელა დაბრკოლებაში აგდებთ, ხვდებით?
ითამაშოს ჯერ, მიაღწიოს რამეს - გახდეს ძირითადის უცვლელი წევრი, გუნდის ლიდერი, ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და მერე ილაპარაკეთ მის ნიჭზე.

"ნიჭიერია, მაგრამ არაფერი გამოუვიდა" - ესაა ერთ-ერთი იმ ფრაზათაგანი, რომელიც ანგრევს ქართული ფეხბურთის მენტალიტეტს. ნიჭიერი ისაა, ვინც რაღაცას მიაღწია, ვინც წლების განმავლობაში იზრდებოდა და წინ მიიწევდა. აკვანში ფეხბურთელის ნიჭზე საუბარი არ ღირს - ჩვენი ფეხბურთელების თავებამდეც თუ მსგავსი ფილოსოფია მიაღწევს, ჩვენს ფეხბურთშიც ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვლება.
kote
23:23 05-08-2017
0
კარგი წერილია მაგრამ ბეწვის ხიდთან რა კავშირშია ვერ ვხვდები.

და ერთი რამე მაინტერესებს. რატომ არ ეკუთვნის მისი კარიერა თვითონ ფეხბურთელს? მე ან სხვას რატომ უნდა ეკუთვნოდეს- თავისი შრომით არ მიაგწია რასაც მიაგწია? რა, სავსე ტრიბუნების წინ თამაშობდა? ჩვენი ვალი აქ? არა.
vato
22:25 05-08-2017
1
ისა და..ამ ფილოსოფიური წერილები წერას არ მაეშვებით? ლიტერატურული კონკურსია თუ სპორტული გაზეთი მამაძალი?...
დათო
20:56 05-08-2017
1
გაყიდეთ ჩაკვეტაძეც, როგორც 17 წლის ყენია გაყიდეს და პატარა ბიჭი დაანგრიეს - მართალია გერმანელებს ეყოთ კანონიერება და სინდისი და მხოლოდ 18 წლისას გაუფორმეს პროფესიონალური კონტრაკტი, მაგრამ გვიანი იყო. ან როგორც ანანიძე ან მჭედლიზე 16- 17 სები გაყიდეს და ორივემ დაამთავრა წარმატებული კარიერა უკვე... ... შევეცადოთ 20 წლამდე ფეხბურთელი საქართველოში დარჩეს!
სანდრო
20:51 05-08-2017
1
ლელა კაკულიამ იწინასწარმეტყველა 2030 წლის შემდეგ საქართველოში გამოჩნდება მსოფლიო დონის ფეხბურთელიო და გვეშველება
imereli
20:11 05-08-2017
0
წერილის ავტორმა,როგორც სჩანს, დიდი კონსტანტინეს მეტაფორის("ღამეები მიჰქროდნენ,როგორც ნაბდით დაჭედილი ბედაურები")პერიფრაზი გააკეთა.რა არის გაუგებარი?
თენგო
19:40 05-08-2017
0
ისე, მეც მეწყინა ცოტა..ბევრია ნიჭიერი, არაბიძე უნდა გეხსენებინა და სხვებიც...ნუ მოაქცევთ წნეხის ქვეშ. თუ ბედი გვაქვს-გახდბა დიდი ფეხბურთელი, თუ არა და სხვაც გამოჩნდება. გიორგის ბედნიერება და შრომისმოყვარეობა მინდა ვუსურვო, იღბალიც აუცილებელია. ჩვენ ნუ მოგვისმენ:იშრომე, იშრომე, იშრომე!
კახელი პაპა
18:39 05-08-2017
0
არც დაფიქრებულა, ისე მითხრა - გიორგი ჩაკვეტაძეო. ფეხბურთელი ხომ კარგია და, შენ უნდა ნახო, რა ბიჭია, მისგან ერთ ზედმეტ სიტყვას ვერ გაიგონებო, შრომა მისი მოწოდებააო. :) :) :)

სასაცილო და თან სატირალი სიტყვებია. ჩაკვეტაძის მზე უკვე ჩასვენებისაკენ მიდის ისე რომ ამოსვლაც ვერ გაებედა წესიერად,ხოლო გუშინ დილა-სთან მატჩში........
რა გჭირთ ბავშვებო? ნუთუ ბუნებით ასეთები იზრდებით? თუ მწვრთნელები გასწავლიან რომ გოლი ნებისმიერ ფასად ხოლო მეტოქე მოსისხლე მტრად გამოაცხადეთო?
simulianti
14:45 05-08-2017
14
შური, ბოღმა თუ შეიძლება სახლში დატოვეთ.
Jeko
06 აგვისტო 2017 02:31
0
რა თქვით ეხლა თქვენ პატივცემულო თავად თუ გაიგეთ?
luk
05 აგვისტო 2017 17:59
1
ყველა გამოხმაურება
ეხლა ჩაკვეტაძის ჯერია.. გამახსენე ბ.ადმინ აბურჯანიაზე ბოლოს როდის დაწერეთ რამე? ეგაა ზუსტად თავიდან აქებთ ადიდებთ აგიჟებთ ამ ახალგაზრდა ბიჭებს და მერე ჩუმდებით რომელი ერთი ჩამოგითვალოთ რომელზეც ეგრე მოიქეცით ამ საიტს კრიტიკის ნატამალიც არ გააჩნია
effe
14:16 05-08-2017
1
უნდა დაიწეროს ყველაფერზე, რაც ყურადღებას იპყრობს. მითუმეტეს მაგარი წერილია ჟარგონით რო ვთქვა "ვიკაიფე" ბოლომდე
bingo
14:00 05-08-2017
0
ბედაურებს ნაბდით არ ჭედავენ,ნაბადს ამოაკრავენ ხოლმე და რაც არ იცი ,მაგაზე არ უნდა წერო.ჩაკვეტაძეზე სტატიის წერა ჯერ ადრეა და ნუ გააფუჭებთ მაგ კარგ ბიჭს...
status quo
13:42 05-08-2017
1
არ ჭედავენ არა? მაგარი ხარ..! კინაღამ გკითხე, კონსტანტინე გამსახურდია თუ გაგიგიამეთქი!
-------
07 აგვისტო 2017 15:38
0
დროული სტატიაა და მჯერა, გიორგი ყველა სიტყვას ყურადღებით წაიკითხავს
0
მართალ სიტყვაში ვენაცვალე ავტორს! 70 წლის ვეტერანი ქომაგი, რომელსაც ყველაფერი ახსოვს
papa dimo
13:29 05-08-2017
0
Kenias mereo? Arabidzes rato ar axsenebt? Jer arabidzis donemde mivides da mere vilaparakot vin visze clieria da ar gindat ase agmerteba fexburtels jer nakrebshi daamtkicos da mere ilaparaket. Da arabidzes rogorc maxsovs nakrebshi 3 tamashshi 3 goli romel qartvel fexburtels gautania nakrebshi ikneb shemaxsenot? Carmatebebi orive giorgis.
Kaxa
13:29 05-08-2017
2
შეეშვით ქება დიდებას. თუ ისედაც დიდი წნეხი აქვს, შენ რაღას უმატებ? მაგას ჯობია გაჩუმდე.
haha
13:00 05-08-2017
0
თუ დიდი ტვირთია მაშინ შეეშვი და ნუ წერ ამ სტატიას ნუ გაჯხურეთ ამ ბავშვს საქმე !ფულის გემო ჩაკვეტაძეს კია არა ამ უთავბოლოდ გაწელილი სტატიის ავტორს სცემს,უაზრო სიტყვებს რაკარუკში რომ იღებს აბა შენ თავს ეწინააღმდეგები არ ვაქოთო არ ვაძაგოთო 20 წლამდეო და აიქაფე პირი აქ
Alekos
12:36 05-08-2017
2
სიახლეები პოპულარული