ჟოზე მოურინიო: არადა, ვიდეოგამეორება რომ გამოეყენებინათ...

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ მადრიდის "რეალთან" (2:1) უეფას სუპერთასის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ჩემმა გუნდმა კარგად ითამაშა, ბოლომდე იბრძოლა და წააგო მხოლოდ ერთი ბურთის სხვაობით.

არადა, ვიდეოგამეორება რომ გამოეყენებინათ, ძირითადი დრო ფრედ დასრულდებოდა.

კაზემიროს გოლისას თამაშგარე მდგომარეობა უნდა დაფიქსირებულიყო...

ვითამაშეთ ფანტასტიკური ფეხბურთელების წინააღმდეგ, მაგრამ გვქონდა გამარჯვების კარგი შანსი. როგორც ჩვენ, ასევე "რეალს", მეტი უნდა გაგვეტანა", - თქვა მოურინიომ.

- რეალი-მანჩესტერ იუნაიტედი 2:1 - მშიერი "რეალის" პირველი სუპერლუკმა [VIDEO]

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
კარგი რა ჟოზე, გადაახია ბურთი შენს გუნდს თავზე რეალმა: 2 ძელი, თამაშის ხარისხი, ფეხბურთელების კლასი - რა დაუპირისპირე შენ ამას? შენებური უსახური თამაში, 85 მლნიანი ლუკაკუ და ვიღაც როშფორდი. მანჩესტერს სახე არ აქვს და საერთოდ შემთხვევით შეყრილი ფეხბურთელების გუნდს გავს რომელიც ყოვლად საზიზღარ ფეხბურთს თამაშობს (აფსუს გერგის დროინდელი მანიუ). ისიც გაიხსენე გოლი როგორ გაიტანეთ - რეალს მეკარის სერიოზული პრობლემა აქვს მესამე სეზონია.
0
ჰა ჰა,ის ხომ "რეალია"...მის წინააღმდეგ ვიდეოგამეორება? ეს არარეალურია!!!
ზაზა
12:34 09-08-2017
7
სიახლეები პოპულარული