ოთხშაბათის საკითხავი: ფეხბურთი, ფული და ერთი შანსი

AutoSharing Option
ნეიმარი აღარ არის ბარსელონელი - რა მარტივად იწერება და რამხელა ქვეტექსტი დევს ამ სიტყვებში. ალბათ, რამდენი ქომაგიცაა მსოფლიოში, იმდენი აზრია ბრაზილიელი ვარსკვლავის ტრანსფერის თაობაზე. ალბათ, კარგა ხანია, ასე დაყოფილი არ ყოფილა საფეხბურთო სამყარო - ერთნი მიიჩნევენ, რომ ნეიმარი ფულის და მამის მონაა, სხვები კი სამხრეთამერიკელს გადაწყვეტილებას უწონებენ - უნდა, ტიტულები მოიგოს იქ, სადაც ტურფა ჯერ არ გაიაფებულა, სადაც ჯერაც ენატრებათ დიდი მოგებების გემოო...

დღევანდელ ცხოვრებაში ზნეობრივი ამბები, რასაც მე ვუყურებ, სულ უკანა პლანზეა და ხშირად მათზე წერას ან საუბარს რომ იწყებ, ცხენი შეკაზმული უნდა გყავდეს და გასაქცევად მზად უნდა იყო. ეს წერილი იმიტომ არ იწერება, ბრაზილიელის საქციელი აფთიაქარის სასწორზე ავწონოთ, მით უმეტეს, ნეიმარს დღეს, მილიონებთან ერთად, არც მსაჯულები აკლია.

არა, ბატონებო - ეს ტრანსფერი ნიშნავს მეტს, ვიდრე, თუნდაც, ერთ-ერთი უპირველესი ვარსკვლავის გადასვლას ერთი გრანდიდან მეორეში, რომელსაც ჯერაც უნდა ნაღდი გრანდობა და ამისთვის არაბულ მილიონებს აბნევს.

მე, რა თქმა უნდა, ვიცი, რამდენი გადაიხადა "პარი სენ ჟერმენმა" ნეიმარში, მაგრამ თქვენის ნებართვით, არ დავწერ ამ თანხას. არ დავწერ, რადგან როცა ამ ციფრს ვკითხულობ, ისე მეშინია მისი, როგორც ცოფიანს წყლისა - მართლაც რომ პირდაპირ ცხოველური შიშით მეშინია. არა, ნეიმარს, მამამისს და მის აგენტს ღმერთმა შეარგოს ის მილიონები. მე იმის მეშინია, რომ ის ფეხბურთი, რომელიც მიყვარდა, რომელსაც სხვა ბევრის მსგავსად, ცხოვრება მივუძღვენი და რომლის ყურებაც აქამდე გულგრილად არ შემეძლო, მოკვდა.

მოკვდა, რადგან ამ თამაშს აღარაფერი აქვს საერთო იმ თამაშთან, რომლის მთავარი მიზანი ხალხისთვის სიამოვნების მინიჭება იყო. მგონი, ნობელის პრემიის ლაურეატმა ალბერ კამიუმ თქვა - ყველაფერს, რაც მორალის შესახებ ვიცი, ფეხბურთს უნდა ვუმადლოდეო. ახლა რომ გააცოცხლა კამიუ, ნეტავ რას იტყოდა? არ მგონია, აღტაცების აპლოდისმენტებით დაეხეთქა ხელისგულები.

სამწუხაროდ, ჩვენს ეპოქაში ფეხბურთი გახდა დიდი ბიზნესი, სადაც ყველაფერს წყვეტს ფული, სადაც მდიდარი ყოველთვის დაჩაგრავს ღარიბს და სადაც მინდვრის თამაშებზე დიდი თამაშები მინდვრის გარეთ მიდის.

ბობოლებს რა უჭირთ, ჩვენ ჩვენი ვიკითხოთ - არის კი სადმე ჩვენი ადგილი, როცა ზღვაში ამხელა ზვიგენები დაცურავენ? ვინ მოუსმენს ტყეში კურდღლის უმწეო ჩქამს, როცა იქვე, სადღაც ახლოს, ლომები გრგვინავენ?

სად არის ჩვენი ადგილი და არის თუ არა ის საერთოდ სადმე თანამედროვე საფეხბურთო წესრიგში? ფაქტია: თუ ასე გავაგრძელეთ, ჩვენ აუცილებლად ჩაგვყლაპავენ არათუ დიდი საფეხბურთო ქვეყნები, არამედ ისეთებიც, გუშინ და გუშინწინ თავს რომ არ ვუყადრებდით.

ქართულ ფეხბურთში დღესაც გაქანებული "შენჩემობიაა". თუ ბევრისშემძლე პატრონი, მეურვე ან, ბოლოს და ბოლოს, ნაცნობი არ გყავს, წასულია შენი საქმე, ისე გადმოგანთხევს ეს შენი ქართული ფეხბურთი, ისე გათავისუფლდება შენგან, როგორც მგზავრობით შეწუხებული
You must have Flash Player installed in order to see this player.
ბავშვი - ზედმეტი საკვებისგან.

გნებავთ - მინდორზე, გნებავთ - მინდვრის გარეთ, ასეა და ამას ხალხი ხედავს. ხედავს და საუკეთესო კადრებს, გნებავთ, მომავალ ვარსკვლავებს და, გნებავთ, მომავალ კარგ მენეჯერებსა თუ მმართველებს გული სპორტის სხვა სახეობებისკენ მიუწევთ.

მე ასე მგონია: თუ უმოკლეს ხანში ჩვენ, როგორღაც, ვერ მოვახერხეთ ახალი, მცოდნე და წესიერი კადრების წინ წამოწევა, ქართული ფეხბურთი, როგორც ასეთი, აღარ იქნება. არა, ფეხბურთის თამაშს არავინ დაგვიშლის და ვითამაშებთ კიდეც, მაგრამ იმ ფეხბურთს აღარაფერი ექნება საერთო იმასთან, რასაც ჩვენ "ქართულს" ვუწოდებდით და რომელიც ასე გვიყვარდა. პრინციპში, დღეს უკვე ასეა.
არ შეიძლება, საქმის კეთება არ იცოდე და საქმე გებაროს იმიტომ, რომ სხვაზე გავლენიანი ნაცნობი გყავს ან სხვაზე სიმპათიური გაგაჩინა განგებამ, ან ენა გაქვს მოთაფლული. არ შეიძლება თამაშობდე იმიტომ, რომ სხვაზე მეტი ფული გაქვს, იმიტომ, რომ შენს მწვრთნელს მუდამ წრეზე დაჰყავხარ...

ჩვენ გამალებული უნდა ვიბრძოდეთ იმისთვის, რომ როგორმე არ ჩაგვყლაპოს ამ დიდმა ტალღამ. უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ როგორმე ჩვენი თვითმყოფადობით, მოხერხებით და გამჭრიახობით გადავრჩეთ. არადა, თვითონ ვვარდებით მღელვარე ზღვაში. ვერ ვატყობთ, ჭაობი როგორ გვითრევს და გვძირავს.

დღეს ჩვენ კმაყოფილები ვართ - სახლში პურის ფული მიგვაქვს, მაგრამ ხვალ ვერც ამას მივიტანთ, შეგვრცხვება, გავბრაზდებით და თუმცა სწავლა სიბერემდეა, ვეღარც ახალს ვისწავლით რამეს - ასე მგონია, დრო არ გვეყოფა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენ უფეხბურთოდ ცხოვრება არც ვიცით და ვერც წარმოგვიდგენია...

სანამ კიდევ შეიძლება გამოფხიზლება, გამოვფხიზლდეთ - თუნდაც იქიდან დავიწყოთ, რომ მეტასტაზები მოვიცილოთ, თუნდაც - ქირურგიული ჩარევით...

ეს არის ჩვენი ერთი და ბოლო შანსი...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ქართული ფეხბურთი სამოყვარულო დონეზეა,დიიიდი ხანია უკვე
კაპო
23:37 09-08-2017
0
გაირყვნა ფეხბურთი,გაზულუქდა.დავიდა გულისამრევი ბიზნესის დონეზე.უკვე აღარ მინდა ამ საზიზღრობის ყურება...
სტატუს ქუო
20:21 09-08-2017
0
კონკურენტი ორგანიზაცია სანამ არ შეიქმნება, გამოსწორებული და სხვა
წესებით, ადამიანებით ვაჭრობის გარეშე, რომელიც აიძულებს ფიფა-ს
რეფორმებისაკენ არაფერიც არ
შეიცვლება.
ვეტერანი
17:50 09-08-2017
0
დასწყევლოს ღმერთმა ბოსხამპი(თუ რა ჯანდაბა ერქვა) და მისი მოგებული სასამართლო, მართლაც გააფუჭა ამან ყველაფერი, კარგი იყო, როცა ნებისმიერ გუნდს 3-ზე მეტი ლეგიონერის თამაშის უფლება არ ქონდა, ესე ასე თუ ისე თანაბარ პირობებში აყენებდა კლუბებს და უფრო საინტერესოც იყო, ეხლა ეს უკვე მარაზმია, ამოდენა თანხები ფეხბურთელებში არა მგონია ტოტალიზატორების და რაღაც ფულადი მაქინაციების გარეშე ხდებოდეს
llcl
16:53 09-08-2017
1
ჯერ ამ სადღეგრძელოებს და 80-იანი წლების დასასრულის და 90-ანი წლების დასაწყისის რიტორიკას უნდა შევეშვათ. მერე უნდა ვაღიაროთ რომ ქართული ფეხბურთი მკვდარია და დავიწყოთ ბავშვის გაზრდა.
haha
16:45 09-08-2017
0
რომელი ბავშვის გაზრდა, ხალხნო სავალალო სიტუაციაა,განგაშის ასატეხი, ფულის და პატრონის გარეშე ბავშვსაც არ აზლევენ თამაშის საშუალებას
???
13 აგვისტო 2017 00:05
0
რომელ ბავშვს გაზრდი ყველა სპორტსმენი ბავშვობიდანვე ეწევა იკითებს ყველასფერს და ზარმაცობს ერთ თამაშ ითამაშებენ კარგად და დასხდებიან ფერარებსა და ბუგატებზე
smrzy
09 აგვისტო 2017 16:56
0
კაი
zebra
16:34 09-08-2017
0
სრული სიმართლე.ფეხბურთის ყურება უინტერესო გახდა.რაც შეეხება ქართულ ფეხბურთს,ის მკვდარია და ვერასდროს ვერ აღდგება,ყოველ შემთხვევაში დღევანდელი ფეხბურთის მესვეურთა ხელში.რაგბი ჩვენი თამაშია!
აკაკი
16:20 09-08-2017
0
სიახლეები პოპულარული