იოზეფ საბო ოკუპანტ სახელმწიფოში არასოდეს არ ჩავა

AutoSharing Option
გეცოდინებათ უთუოდ, 1972 წელს მოსკოვის "დინამო" ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალში გავიდა და "კამპ ნოუზე" გლაზგოს "რეინჯერსთან" დამარცხდა. მოსკოვურმა კლუბმა მათთვის ღირსშესანიშნავი ამ მიღწევის 45-წლისთავის აღნიშვნა გადაწყვიტა და გუნდის მაშინდელი კაპიტანი იოზეფ საბოც მიიწვია, რომლისგანაც სასტიკი უარი მიიღო.

საქმე იმაში გახლავთ, რომ საბო პრიკარპატიელი უნგრელია, მოსკოვის "დინამოში" გადასვლამდე 10 წელი იცავდა კიევის "დინამოს" ღირსებას, კარიერის დასასრულს კი 2 სეზონი მოსკოვის "დინამოში" ითამაშა.

მისი თქმით, 10-ჯერ დაურეკეს, ეხვეწებოდნენ ჩასულიყო, უთხრეს, უთქვენოდ საზეიმო ღონისძიება როგორ ჩაივლის, თქვენ ხომ კაპიტანი იყავით, საჩუქრები მოგიმზადეთო, მაგრამ ვერ დაიყოლიეს.

იოზეფი ბრძანებს, რომ მისი ქვეყნის ოკუპანტ სახელმწიფოში არასოდეს არ ჩავა და მათთან საერთო არაფერი არა აქვს.
მაშინ ისიც ვთქვათ, რომ არა ”საქმე იმაში გახლავთ, რომ” არამედ ”საქმე ისაა, რომ”...
სიმართლის მოყვარული
14:06 10-08-2017
0
იოჟეფ საბო და არა იოზეფ საბო
კარპატისპირეთი და არა პრიკარპატიე
ფეხბურთის ქომაგი......
12:31 10-08-2017
0
სიახლეები პოპულარული