დიეგო მარადონა ომში წასასვლელად მზადაა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ ვენესუელის პრეზიდენტს ნიკოლას მადუროს მხარდაჭერა გამოუცხადა და განაცხადა, რომ მზად არის, ქვეყნის თავისუფლებისთვის მმართველი რეჟიმის მხარეს იომოს.

"როგორც კი მადურო მიბრძანებს, ვენესუელის თავისუფლებისთვის ჯარისკაცის ფორმას ჩავიცვამ. უნდა ვიბრძოლოთ იმპერიალიზმისა და იმათ წინააღმდეგ, რომლებსაც ჩვენი დროშების ხელში ჩაგდება სურთ. გაუმარჯოს ნამდვილ ვენესუელელებს და არა იმათ, რომლებიც მემარჯვენეებს შეეკვრნენ", - დაწერა ფეხბურთელმა, თუმცა, მოგვიანებით, ეს შეტყობინება წაშალა.

ვენესუელაში ამა წლის აპრილიდან გრძელდება არეულობები, შეტაკებების მსხვერპლი ასზე მეტი ადამიანი გახდა. ეს ყველაფერი ხდება მადუროსა და ოპოზიციის დაპირისპირების ფონზე. ოპოზიციას არჩევნების შემდეგ, პარლამენტში უმრავლესობა აქვს. კონფლიქტის მიზეზი კი გახდა ღრმა ეკონომიკური კრიზისი, რაც ნავთობზე მსოფლიო ფასების ვარდნამ გამოიწვია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მარადონა კარგი ფეხბურთელი იყო მაგრამ ადამიანი ნული.ვინ მადურო და პუტინს უჭერს ეს კაცი მხარს?დიქტატორებს და ოკუპანტებს.
ნოდარი
13:48 11-08-2017
0
სიახლეები პოპულარული