"სექტემბერში 1000-ზე მეტ საჯარო სკოლაში I და II კლასებში ბავშვები ფეხბურთს უფასოდ შეისწავლიან"

AutoSharing Option
მიმდინარე წლის სექტემბერში, ათასზე მეტ საჯარო სკოლაში პირველ და მეორე კლასებში ბავშვებს ფეხბურთის შესწავლა უფასოდ შეეძლებათ, - ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, სპორტის მასწავლებლები ამ მიმართულებით სამუშაოდ უკვე გადამზადდნენ.

ამასთან, კობიაშვილის თქმით, 2018 წლიდან დაიწყება ასევე ბავშვთა ფეხბურთის განვითარების პროგრამა.

"სექტემბერში ათასზე მეტ საჯარო სკოლაში პირველ და მეორე კლასებში ბავშვები უფასოდ შეძლებენ ფეხბურთის შესწავლას. სპორტის მასწავლებლები გადამზადდნენ ამისთვის. მეორე უფრო დიდი პროექტის პრეზენტაცია იგეგმება წლის ბოლოსთვის, რათა უფრო დიდ ასაკში ბავშვთა ფეხბურთის ხელშეწყობა მოხდეს და აღნიშნული პროექტის ამოქმედება 2018 წლიდან დაიწყება", - განაცხადა კობიაშვილმა.

- ლევან კობიაშვილი: სფფ-ის ვალი 17 მილიონი ლარი იყო, 8 გავისტუმრეთ

მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით
ეს დზაან კარგი.უპრო მაგალმა კლასმა რაღა დააშავა?ჩემი ბიჭი მეოთხეში გადავიდა წელს,და ვხედავ მასში დიდ ნიჭს.მაგრამ არ მაქ საშუალება რო ვატარო ფეხბურთში
butxa
15:44 12-08-2017
0
მე არცერთი მთავრობა არ მეხატებოდა გულზე და არც მოქმედი თუ მომავალი მთავრობები მსიამოვნებს, მაგრამ არც ერთს არ ვლანძღავ ჩასაფრებულ-ჩაჯინებული.
მე ესე გავიგე რომ ამით მოხდება ფეხბურთის პოპულარიზაცია. 5-6 წლის ბავშვმა უნდა ითამაშოს რაიმე თამაში. რა მოხდება ფეხბურთი რომ ითამაშოს, გულშემატკივარი მაინც ხომ გამოვა, ჯანმრთელი ხომ იქნება. თორე გადამზადებული მასწავლებელი რომ ვერ გაზრდის დიდ ფეხბურთელს, ამას როგორმე ვხვდები. ამისთვის აკადემიები უნდა იყოს.
haha
10:16 12-08-2017
0
გაიხარეთ, ბავშვებო! უფასო სახელმძღვანელოები, უფასო ფეხბურთი, უფასო ვაშლები!!!
ვახო
01:30 12-08-2017
0
რა პრობლემაა? მე სასაცილოს ვერაფერს ვხედავ.
haha
12 აგვისტო 2017 10:09
0
ხომ შეიძლება რაიმე ისეთი გადაწყვეტილება მიიღოთ რომელიც ნაფიქრია და შეიძლება რაიმე სარგებელი მოიტანოს?!სრული არაკომპეტენტურობაა განურჩევლად ყველა სფეროში...ფეხბურთის უფასო გაკვეთილები პირველ და მეორე კლასელ ბავშვებში რა შედეგს მოიტანს?!ელემენტარული პირობები შექმენით ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით და ნაცნობობით საქმეების კეთებას მოეშვით და ნახავთ რომ შედეგს მიიღებთ...
1
ძალიან კარგი იდეაა. სკოლაში გაკვეთილების შწმდეგ უფასო კლასი, სადაც ანბანთან ერთად საფეხბურთო ანბანიც შეისწავლება. 1000 სკოლაში 50000 პირველ და მეორე კლასელი ხომ იქნება ? ამაზე კარგი რაღა გინდათ ხალხნო ? ამდენ ბავშვს ექნება საშუალება უფასოდ იაროს ფეხბურთზე. და თუ სკოლაში ბურთები არ აქვთ, მჯეერა რომ მაგითაც მოამარაგებენ.
Raiola
23:35 11-08-2017
1
კობის ნაირი უნამუსო კაცი კიდევ ბევრჯერ შეეცდება დაგვაბოლოს. ღმერთო. მისნაირ კიბოებს (ავთვისებიან სიმსივნეებს) როგორ უძლებს ქართული ფეხბუტრთი
magis
17:26 11-08-2017
1
სკოლაშუ ბურთები არა აქვთ და ფეხბურთი რითი უნდა ისწავლონ, ალბათ ..... ან რა ფეხბურთი უნდა ისწავლოს 1 და მეორე კლასელებმა...
0
სიახლეები პოპულარული