უკრაინელ ფეხბურთელს იური ტკაჩუკს დედამ რუსეთში თამაშის ნება არ დართო

AutoSharing Option
2016 წლის ზამთარში ხარკოვის "მეტალისტის" ნახევარმცველი იური ტკაჩუკი მახაჩკალის "ანჟიში" წავიდა სინჯებზე, მაგრამ დედამ დაურეკა და უთხრა, თუ რუსულ გუნდში ითამაშებ, საერთოდ დაგკარგავ და ჩემი შვილი აღარ იქნებიო.

ფეხბურთელს არ ესიამოვნა მშობლის ულტიმატუმი, მაგრამ რას იზამდა, დანებდა და მესამე დღეს სახლში გაბრუნდა, რის შემდეგაც მადრიდის "ატლეტიკომ" გაუფორმა კონტრაქტი და დუბლებში გაამწესა. ამ გუნდის შემადგენლობაში ესპანეთის მე-3 ლიგაზე იასპარეზა, მერე ამავე დივიზიონის "მელილიაში".

წელს იური მშობლიურ ლვოვში დაბრუნდა და "კარპატიში" ჩაირიცხა. მას უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში 6 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, იძახის, პოლიტიკაში არ ვერევი, ჩემი ოჯახი კი სხვაგვარად ფიქრობსო.

სხვათა შორის, ლონდონის "არსენალის" ყოფილმა მცველმა ოლეგ ლუჟნიმ განაცხადა, სანამ რუსეთს უკრაინის ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, ჩვენს ფეხბურთელებს იქ არაფერი ესაქმებათო.
თუ ვერ თამაშობენ, რა მაინც ათამაშონ, რასამბობ ევროპის მეორე დივიზიონში ნაკლებ ახეხინებენ სათადარიგო სკამებს აი.კარგი ფეხბურთელი ყველგან კარგი ფეხბურთელი უნდა იყოს. გეიგევი????
კოტე
15:37 15-08-2017
0
არა თვითონ რუსებს რომ არ ჰქონდეთ დამპლური საქციელი სულსა და სისხლში პრობლემა არ იქნებოდა ამათ რომ ეთამაშათ ან ქართველებს, ნახეთ ჯანოს რას უშვრეიბან, ან თუნდაც სოლომონს რასაც უშვრებოდნენ შარშან და კიდევ რავი ვინ მოსთვლის , ყველაზე საინტერესო ის არის რომ გადამწყვეტ სანაკრებო მატჩებზე რატომღაც აღმოჩნდება ხოლმე რომ ჩვენი ნაკრები ვისზეც ამყარებს იმედს, ჰოპ ! და "ტრავმირებულები" აღმოჩნდებიან ხოლმე, ფედერაციამ მაინც მოითხოვოს ამ ფეხბურთელების ჩამოსვლა საქართველოში და ჩვენმა ექიმებმა შეამოწმონ შეუძლია თუ არა ფეხბურთელს თამაში, თვითონ რუსეთიდან არ უშვებენ სანაკრებო მატჩებზე, ულტიმატუმებს უყენებენ და რაც უქნეს ჯანოს კი ვხედავთ, საკაიფოდ ახეხინებენ სკამს და სოლომონსაც კარგად ახეხინეს შარშან , ლოკომოტივში აშკარა ლიდერია და მაგას ვერ იზამენ, მაგრამ რუბინშიც იყო და ახსნაც ძალიან უსუსური ჰქონდათ სკამზე რომ დასვეს ... მოკლედ, არ გაეკაროთ ახალგაზრდებო რუსეთს თუ გინდათ რომ კარიერული წინსვლა ნახოთ , ისევ ავსტრიაში წახვიდეთ ან შვეიცარიაში ან ლიგებში, ვიდრე რუსეთში
ვახტანგი
12:15 15-08-2017
0
სიახლეები პოპულარული