მარადონას გამონათქვამები პელეზე: მას ხომ დებიუტი ბიჭთან ჰქონდა

AutoSharing Option
"ხალხმა ამირჩია მე. ახლა ამათ უნდათ, რომ პრიზი გავუყო პელეს. რატომ? არავითარ შემთხვევაში",
- 2000 წელი. მარადონამ დიდი უპირატესობით აჯობა პელეს საუკუნის ფეხბურთელის გამოკითხვაში. ფიფამ არგენტინელს სთხოვა, პრიზი პელესთან გაეყო.

* * *

"პელე აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს მუზეუმს", - მას მერე, რაც პელემ გადაწყვიტა დაეცვა ყველასგან გაკრიტიკებული 2010 წლის ოფიციალური ბურთი "ჯაბულანი". დიეგომ აღნიშნა, რომ პელეს გაცილებით უხდება მდუმარე არტეფაქტის როლი, ვიდრე ანალიტიკოსის.

* * *

"აშკარად შეცდომით დალია წამალი - პელეს ძილისწინა აბები აერია დილისაში. იმედია, მომავალში ის ამ შეცდომას გამოასწორებს და შეიცვლის ექიმს", - მას მერე, რაც პელემ განაცხადა, ნეიმარი ლიონელ მესიზე უკეთესი ფეხბურთელიაო.

* * *

"რატომ მადარებთ პელეს? დედაჩემმა მითხრა, რომ მე უფრო ძლიერი ვიყავი, ის ხომ ისეთ ფეხბურთელებს ეთამაშებოდა, რომელთაც მოძრაობაც არ შეეძლოთ", - ამით დიეგომ ხაზი გაუსვა 50-იანი და 60-იანი წლების ფეხბურთის ნაკლებ ათლეტურობას.

* * *

"როდესაც კრიშტიანო რონალდოს ოქროს ბურთის გამარჯვებულად აცხადებდა, მან თქვა - კრიშტიანო ლეონარდო. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მისი ადგილი მუზეუმშია", - ციურიხში პელეს მართლაც აერია კრიშტიანო რონალდოს სახელი.

* * *

"ღმერთო ჩემო, რა სისულელეა! შესაძლოა ნეიმარი მართლაც არის საუკეთესო ფეხბურთელი პლანეტაზე, მაგრამ მაშინ უნდა აღიაროს, რომ მესი უცხოპლანეტელია", - ვერაფრით მოინელა დიეგომ ნეიმარის საუკეთესოობა.

* * *

"იცით, რატომ არ მიყვარს, პელეს რომ მადარებენ? იმიტომ, რომ სისულელეებს ლაპარაკობს და თან არ ჩერდება", - 2013 წელს მარადონამ კიდევ ერთხელ შეახსენა პელეს, რომ სწორად არ სვამს ექიმისგან გამოწერილ წამალს.

* * *

"ყველაზე კარგი ჩემზე და მესიზე როცა ლაპარაკობენ ისაა, რომ ამ დროს ფიფაში ერთი ფერადკანიანი იბოღმება", - დიეგოს აზრით, პელე შურიანია.

* * *

"ეს, ალბათ, მისი ასაკის ბრალია, ტვინი ძველებურად ვეღარ მუშაობს. მოდი,
You must have Flash Player installed in order to see this player.
მას ნურაფერს დავაბრალებთ - ბოლო 20 წელიწადია, უსაქმურადაა. სუპერმარკეტშიც კი არავის უნახავს. რას საქმიანობს, იცის ვინმემ?" - 2012 წელს პელემ თქვა, რომ მესი ვერასოდეს გახდება ისეთი ფეხბურთელი, როგორიც თავად იყო.

* * *
"ბოლო დროს მხოლოდ ფიფას პრეზიდენტთან ერთად თუ მინახავს. მგონი, მისი თოჯინაა, რომელიც პულტით იმართება", - მარადონამ პელეს ზეპ ბლატერის თოჯინა უწოდა.

* * *

"როცა აფრიკაში ტრაგედია შეემთხვა ტოგოს ნაკრებს, ერთმა ფერადკანიანმა კაცმა, რომელიც ადრე "ათიანით" თამაშობდა, განაცხადა, რომ არ შეიძლება ამ ქვეყანაში მსოფლიოს ჩემპიონატის გამართვა.

ახლა მუნდიალი იწყება, სამხრეთ აფრიკამ დაუმტკიცა პელეს, რომ ამაშიც ცდებოდა", - 2010 წლის მუნდიალის გახსნის წინ.

* * *

"რა გინდათ, რომ ვთქვა? მას ხომ დებიუტი ბიჭთან ჰქონდა", - ეს იყო ყველაზე შეურაცხმყოფელი ფრაზა პელეს მიმართ. 2009 წელს პელემ განაცხადა, რომ დიეგო ბავშვებისთვის ცუდი მაგალითია, რადგან მისი კარიერა ნარკოტიკებთან და დოპინგთან არის გადაჯაჭვული.

დიეგომ კი პელეს ძველი დრო გაუხსენა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პელე ყოველთვის უარყოფს თინეიჯერობისას ჰომოსექსუალურ კავშირს.

* * *

"პელეს და მარადონას შორის ყველაზე დიდი განსხვავება ისაა, რომ მე ყველა ფეხბურთელი პატივს მცემს, მას კი - მხოლოდ ფეხბურთის მმართველები, რომელთა მეგობარი მე არა ვარ", - ანუ მე სახალხო კაცი ვარ, ის კი ოფიციოზისო.

* * *

"2000 წელს, როცა ხალხის წყალობით, საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი გავხდი, პელე მეორე იყო. ის ასევე მეორეა ბრაზილიის საუკეთესო სპორტსმენთა ჩამონათვალში აირტონ სენას შემდეგ. ის, რომ ფიფამ პელეს მისცა "ოქროს ბურთი", არ არის ნაგვობა?" - ეს სულ ცინცხალი გამონათქვამია.

გაგრძელება, ცხადია, იქნება...

ყოველკვირეული ჟურნალი ლელო week

პელე თამაშობდა დაბალი კლასის ფეხბურთელებთან?
ჩამოგითვალო მაშინდელი ნაკრები? ჯერ მარტო გარინჩა და ტოსტაუ რად ღირს.
ვლადიმერ ვისოცკის აქვს ერთ თავის სიმღერაში სიტყვები:
ტოსტაუს რო მეორე თვალი ქონოდა, პელეზე მეტ გოლს გაიტანდაო.
აი მარადონას გუნდში კი მართლა მასე იყო. თითქმის მარტომ გახადა გუნდი
მსოფლიო ჩემიონი 1986 წელს
jaba-ს
16:09 17-08-2017
3
პელე სამგზის მსოფლიო ჩემპიონი არაა, 1962წ. ჯგუფური ეტაპის მეორე თამაშში ტრამვის გამო დატოვა მოედანი და აღარც უთამაშია, ხოლო იმ პერიოდში მხოლოდ ფინალის თერთმეტი მონაწილე ჯილდოვდებოდა. მიუხედავად ამისა, ყველა, მათ შორის საფეხბურთო ოფიციოზიც, პელეს სამგზის მსოფლიოს ჩემპიონად აღიარებს. რაში ჭირდებათ ფეხბურთის მეფისათვის დაუმსახურებელი გამარჯვების მიწერა გაუგებარია.
მარადონას ხსენებაც არ იყო, როდესაც პელე მსოფლიომ მეფედ აღიარა, მაგრამ მის სამშობლოში, ბრაზილიაში გულშემატკივარი გარინჩას უკეთესად თვლიდა. მართალია მარადონა - გულშემატკივრის სიყვარული სხვაა, ოფიციოზის აღიარება სხვა...
და კიდევ, მსოფლიო ფეხბურთს ახსოვს ორი უნიკალური მოვლენა, როდესაც ერთმა ფეხბურთელმა მარტომ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი - 1962წ. გარინჩამ და 1986წ. მარადონამ. ამით ვერ დაიკვეხნის პელე, სხვა მხრივ მეფეა, მეფე
ქართველი
12:16 17-08-2017
0
Yvela tavis epoqashi iyo sauketeso tumca mgonia maradonac da pelec dghevandel tundac ati wlis winandel fexburtshi iseti varskvlavebi ver iqnebodnnen...chemtvis sauketeso zidani iyo aris da iqneba is ubrallod Chemmpionia da es araertxel daamtkica...
Kaki
16:54 14-08-2017
0
რონალდინიო ორივეზე ტექნიკური იყო...
Zaza
20:43 13-08-2017
2
ძალიან მიყვარს მარადონა.ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო.
მაგრამ ნებისმიერ სფეროში ნებისმიერ პროფესიონალს მიღწევებით აფასებენ.
პელე სამჯერ გახდა მჩ.მარადონა ერთხელ.პელემ ათასზე მეტი გოლი გაიტანა,მარადონამ ბევრათ ნაკლები.
მარადონას აზრით,პელე სუსტ მცველებთან და ბევრათ ნაკლებ პროფესიონალის წინააღდეგ თამაშობდა.ეს ისეთივე სისულელეა,როგორც მარადონას პელესთან შედარება.ჩემი აზრით პელე თავის ეპოქაში ბევრათ უფრო ძლიერი იყო,ვიდრე მარადონა თავის ეპოქაში.
მესი XXI საუკუნეში უძლიერესია.
ზაზა.
20:01 13-08-2017
0
მართალი ხარ ბექა
django
13:27 09-02-2014
1
პელეს და მარადონას სჰედარება არ შეიძლება ისევე როგორც მარადონასი და მესისი.პელეს დროს წვიმა რომ მოდიოდა მასჰინ ბურტი მზიმდებოდა. ეხლა ტექნიკა განვითარდა ისევე როგორც ფეხბურთი.მესის მარადონას დროს რომ ეთამასჰა სჰეიძლება ესეტი ძლიერი ვერც ყოფილიყო და პირიქით.პელე უნდა სჰევადაროტ ეუსებიოს . მარადონა პლატინს და მესი კიდე კრისტიანოს.
ბექა
11:16 09-02-2014
1
გიორგი, პელე დუმს? პირიქით, როცა დიეგო თამაშობდა, ყველა ინტერვიუში ლანძღავდა და ამცირებდა მას. დროდადრო ახლაც ამბობს ხოლმე ცუდს დიეგოზე, მაგრამ მაშინ პირდაპირ ისტერიკაში იყო.
zaza
10:05 09-02-2014
0
აბსოლუტურად ვეტანხმები მარადონას, პელე ტამაშობდა დაბალი კლასის Fეხბურთელებში,, მაგალითად როცა სოფლად ავდიოდი დასასვნებელად და ფეხბურთს ვთამაშOბდი 60-8 ვიგებდი ეს იმას ნიშნავს რომ მე საუკეთესო ვარ? სულაც არა.. ანუ მარადონა ელიტ ლიგაში თამაშობდა და გაქონდა გოლები პელესაგან განსხვავებით
jaba
09:34 09-02-2014
4
ძაღლი ყეფს. ლომი დუმს!
giorgi
03:15 09-02-2014
2
სიახლეები პოპულარული