მასიმილიანო ალეგრი: ფეხბურთს შეუძლია კოშმარად მოგევლინოს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ მადრიდის "რეალთან" (1:4) ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"არ ვფიქრობ, რომ "იუვენტუსისთვის" რომელიმე ეპოქის დასასრული დადგა. ბუფონი და ბარძალი ჩვენთან მომავალ წელსაც დარჩებიან, მათ ჯერ კიდევ შეუძლიათ ბევრი რამ მოგვცენ. რა თქმა უნდა გუნდი კიდევ უფრო უნდა განვითარდეს და ტექნიკის საკითხი უფრო მაღალ დონეზე ავიდეს.

შვებულების შემდეგ მუშაობას შევუდგებით ახალი მოტივაციით. ფეხბურთი გვაძლევს შანსს კიდევ ერთხელ ვცადოთ მომავალ წელს.

მინდა ჩემს ფეხბურთელებს მივულოცო კარგი მუშაობა, ეს შესანიშნავი სეზონი იყო. მოვიგეთ ჩემპიონატი და ქვეყნის
თასი, მივაღწიეთ ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე.

პირველ ტაიმში ლამაზად ვთამაშობდით, მაგრამ მეორე ტაიმში "რეალმა" შემოგვიტია და ვერაფრით ვუპასუხეთ. ფეხბურთს შეუძლია კოშმარად მოგევლინოს. პიანიჩისა და კაზემიროს დარტყმების შემდეგ რიკოშეტები იყო, მაგრამ ბურთი ბადეში მხოლოდ ერთ შემთხვევაში გაეხვია.

"რეალი" ფინალში შემთხვევით არ გასულა, ამ გუნდს ბრწყინვალე ფეხბურთელები ჰყავს. ისინი თავს კარგად იცავდნენ, ამიტომ ჩვენი თავდამსხმელები კარებს ვერ უახლოვდებოდნენ.

კარგი პირველი ტაიმი ჩავატარეთ, მაგრამ მეორე გოლის დროს არ უნდა ამოვარდნილიყავით თამაშიდან.

სინამდვილეში 1:2-ზე რამდენიმე მომენტიც შევქმენით, მაგრამ მათი გამოყენება ვერ შევძელით.
უნდა გამოვასწოროთ ის თუ როგორ ვრეაგირებთ სხვადასხვა სათამაშო სიტუაციებზე და ბურთით თამაში უნდა გავაუმჯობესოთ.

უნდა დავიზეპიროთ როდისაა საჭირო აჩქარება და როდის შენელება", - თქვა ალეგრიმ.

- მადრიდის "რეალმა" ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა [VIDEO]
- ტურინში მომხდარი ჭყლეტის შოკისმომგვრელი კადრები [VIDEO+PHOTO]

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული