დევიდ მოიესი: კიდევ ერთი-ორი გოლი უნდა გაგვეტანა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა ლევერკუზენის "ბაიერთან" მატჩის შემდეგ თავის შთაბეჭდილებებზე ისაუბრა.

17 სექტემბერს, "ოლდ ტრეფორდზე" გამართულ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის I ტურის მატჩში, მასპინძლებმა გერმანული კლუბი ანგარიშით 4:2 დაამარცხეს.

"იუნაიტედის" რიგებში დუბლით გამოირჩა უეინ რუნი, თითოჯერ კი თავი რობინ ვან პერსიმ და ანტონიო ვალენსიამ გამოიჩინეს.

სტუმართაგან გატანა სიმონ როლფესმა და ომერ თოფრაქმა შეძლეს.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge

"დღეს ჩვენ მართლა ძალიან მაგრად ვითამაშეთ და შედეგიც ბრწყინვალე მივიღეთ.

ბოლო დროს ვერ ვიტანდით იმდენ გოლს, რამდენიც გვსურდა, მაგრამ ახლა მეტოქის კარი ოთხჯერ ავიღეთ.
ეგ კი არა, ერთი-ორი გოლის გატანა კიდევ შეგვეძლო.

ფეხბურთელებმა აჩვენეს, რას ნიშნავს გამოცდილება. მას შემდეგ, რაც "ბაიერმა" ანგარიში გაგვითანაბრა, ჩვენ მაინც შევძელით უპირატესობის მოპოვება და საქმის საბოლოო გამარჯვებამდე მიყვანა.

დღეს უეინ რუნი ბრწყინვალედ გაისარჯა. თავად ხომ გაიტანა, ვალენსიასაც პასი მიაწოდა... ჩვენ ყველას გვინდა, რომ მან თამაში ასეთივე შედეგიანობით გააგრძელოს.

"მანჩესტერ იუნაიტედში" სულ სამ თუ ოთხ მოთამაშეს გადაულახავს 200-გოლიანი ნიშნული და ამ მხრივ, რუნის შეუძლია, კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს.

დღეს კი ის ნამდვილად შეუდარებელი იყო. მოედანზე მის მიერ გაწეული სამუშაო ორ და შეიძლება მეტ გოლადაც ღირდა",
- აქვეყნებს მოიესის ნათქვამს უეფას ოფიციალური საიტი.

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. I ტური: ყველა, "ბებერი ქალბატონის" გარდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული